„სულ გაგიჟდით, ხო???!!!!
გასარკვევი ის კი არაა, რა ფორმით ჩატარდება სააღდგომო ლიტურგია ეკლესიებში…გასარკვევი ის ყოფილა რას ფიქრობს ამდენი დეგრადირებული ადამიანი! ადამიანი, ანერვიულებული იმით, რომ საცობში დგას და ვერ მიდის თავისუფლად საკოლმეურნეო ბაზრამდე!
გადაჭედილია სამტრედიის ქუჩები! განგაშის ზარებია შემოსაკრავი!!!
ორ კვირაში მიიღებთ შედეგს!!!
დავთაგავდი მთავრობასაც…ადგილობრივ ხელისუფლებასაც…პოლიციასაც…მაგრამ აზრი? ჩემზე დიდი თვალები აქვთ!!
გააააამკაცრედ ადგილობრივად სანქციები!!!
ნუ ჩავყრით წყალში ამდენ “დავრჩისახლში”ს
ამდენ”ტაში ჩვენს ექიმებს”…
ვერ გიშველით სააღდგომოდ შეძენილი დედლები და გოჭები!!!
ან ვინ მოგდით სტუმრად?!
ან ვისთან მიდიხართ სტუმრად?!
არ სჭირდება ღმერთს ჩვენგან გამოცდა…სახლში ვილოცოთ!
ფრთხილად ცოტა!“_ ამ გაღიზიანებულ პოსტს სოციალურ ქსელში სამტრედიელი ნატა ჯიქია აქვეყნებს.
დღეს სამტრედიის ქუჩებში მართლაც უჩვეულოდ დიდი ხალხმრავლობაა. დილის 8 საათიდან ქსელური მარკეტების წინ მოსახლეობა რიგებში იდგა. ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე ტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეების სიჭარბე იმითაც იყო გამოწვეული, რომ სამტრედიაში უკვე მეათე დღეა, აგრარული ბაზარია დაკეტილი. ადგილობრივებს ჰქონდათ იმედი, საკოლმეურნეო ბაზარი სამტრედიაში ყველაზე დიდ ბაზრობა დღეს, ოთხშაბათს გაიხსნებოდა.
დღეს ვინც სამტრედიის ქუჩებში გაიარა, ძალიან გაუჭირდება იმაში დარწმუნება, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო საგანგებო სიტუაციაა გამოცხადებული.