გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარეს გიორგი ჩოგოვაძეს თანამდებობას ატოვებინებენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე:
-გიორგი ჩოგოვაძემ ძალიან ბევრის, თითქმის შეუძლებელის გაკეთება შეძლო საქართველის ტურისტული პოტენციალის ასეთ დონეზე წარმოჩენისთვის და კიდევ ძალიან ბევრს შეძლებს მომავალშიც..
ვერავინ გაბედავს გიორგი ჩოგოვაძეს შეახოცოს ხელი საკუთარი შეცდომებისთვის და თუნდაც გოლგრილობისთვის. ჩოგოვაძის მსგავსი უმაღლესი პროფესიონალები სჭირდება საქართველოს სწორედ!. – წელს კვჭანტირაძე.
გიორგი ჩოგოვაძეს მხარდაჭერას საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და ჟურნალისტებიც უცხადებენ. სოციალურ ქსელში ათობით პოსტია იმის შესახებ, რომ ჩოგოვაძის გაშვება ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა იქნება.
აღსანიშნავია, რომ ჩოგოვაძის გათავისუფლებას ამ დრომდე არ ადასტურებენ ეკონომიკის სამინისტროში. კომენტარს არ აკეთებს თქვად გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც არსებული ინფორმაციით ჯემფესტის დაფინანსების გამო სთხოვენ პასუხს და ფესტივალის წარუმატებლობას მას აბრალებენ.