ეს ფოტოები ტობავარჩხილზეა გადაღებული.
“ვერცხლის ტბა” წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ფოტოები კი სპეციალურად “გურია ნიუსისთვის” აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა მეცხოვრიშვილმა მოგვაწოდა.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები აქ ათი დღის განმავლობაში პრაქტიკულ სწავლებებს გადიოდნენ.
“ტობავარჩხილი (მეგრულად _ ვერცხლის ტბა, ტბავერცხლი) _ კარული ტბა ეგრისის ქედის სამხრეთ კალთაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2 650 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი — 0,21 კვ.კმ., წყალშემკრები აუზის ფართობი — 1,12 კვ.კმ., უდიდესი სიღრმე _ 35 მ., საშუალო სიღრმე — 15,8 მ., წყლის მოცულობა — 3,3 მლნ. კბმ.
საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. გამდინარე.
წყლის დონე დაბალია ზამთარში, მაღალია ივლისში. წყალი მტკნარია. თევზი არ იცის”, _ ნათქვამია ვიკიპედიაში.