ვეტერანი ტორპედოელი იური ჩხაიძე გარდაიცვალა.
ინფორმაციისთვის, ის დაიბადა 1946 წლის 10 ივნისს ოზურგეთში. ფეხბურთში ვარჯიში დაიწყო მწვრთნელის, რევაზ ცერცვაძის ხელმძღვანელობით. ნახევარმცველი, მცველი, სპორტის ოსტატი 1963-1964 წლებში თამაშობდა საქართველოს პირველობაზე მახარაძის /ოზურგეთის/ “მერცხალში”. 1965 წელს სსრკ უმაღლესი ლიგის ბინადარ ქუთაისის “ტორპედოში” მიიწვიეს. 1971 წლის ჩათვლით გუნდის შემადგენლობაში ჩაატარა ჩემპიონატის 133 მატჩი (მათ შორის 111 უმაღლეს ლიგაში) და 6 სათასო თამაში. 1969 წლის საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პოლონეთის ოლიმპიური ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა. 1973-1974 წლებში “მერცხალში” გამოდიოდა. შემდგომში პერიოდულად იყო ამავე გუნდის უფროსი მწვრთნელი, მათ შორის პირველ ეროვნულ ჩემპიონატში.
წყარო: ხარიტონ ჩხარტიშვილი, იუზა კაციტაძე