გორში პოლიციამ სამი ახალგაზრდა მამაკაცი პირბადის გარეშე ყავის სმისთვის დააჯარიმა. ამის შესახებ ერთერთი დაჯარიმებული თავის ფეისბუქ გვერდზე წერს.
„მადლობა ბატონ სოსო დემეტრაშვილს ვეცდებით ყავის დალევა ვისწავლოთ პირბადით. როგორც კი გიორგიმ ჰკითხა, სიგარეტი როგორ მოვწიოო პასუხი იყო, უნდა დაანებო სიგარეტს თავიო.
p.s არანაირი სიძულვილის შემცველი კომენტარი არ გააკეთოთ. უბრალოდ, ფაქტი იყო სასაცილო და მაგიტომ გაგიზიარეთ“, _ წერს ზურა სუდაძე.