ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ბესელია რუსთავი2-თან ტანდემშია და მას მძიმე მდგომარეობიდა გამოსასვლელად ხელის გაწოდება სჭირდება.
ბესელიას თქმით, ირაკლი კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე იმ სხდომაზე დაასრულა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა მასთან მიიყვანა და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა.
“მე დავასრულე უკვე კობახიძე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დიდი ხანია და ეს მოხდა სწორედ იმ სხდომაზე, სადაც ხელჩაკიდებული მოიყვანა პარტიის თავმჯდომარემ და მე არ მივიღე მისი ბოდიში ვიდრე საჯაროდ არ გახდა საჭირო მისგან ბოდიშს მოხდა და ისიც იმიტომ მოიხადა ბოდიში, რომ მაშინ თანამდებობა უნდა დაეტოვებინა.
აი ასეთი პარლამენტის თავმჯდომარე ჰყავს დღეს ქვეყანას და კიდევ ერთხელ ვამბობ, მე იმ სხდომაზე დავასრულე კობახიძე უკვე. ეხლა დარჩენილია ფორმალური გაფორმება მისი წასვლის და ვიდრე გადაწვავს ამ პარლამენტს იქნებ უშველოს მისმა პატრონმა და ბიძინა ივანიშვილმა ისევ ჩაკიდოს ხელი, ოღონდ სხვასთან მიიყვანოს, არა ჩემთან და ასე ხელჩაკიდებულმა იარონ”, _ განაცხადა ბესელიამ.