ვიეტნამი კორონავირუსთან საბრძოლველად ევროპის 5 ქვეყანას სახის ნიღბებს სთავაზობს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, 550 000 ნიღაბი ანტიმიკრობული ქსოვილისგანაა დამზადებული და საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ესპანეთის და ბრიტანეთის ელჩებს გადასცეს.
ვიეტნამმა ასევე აღნიშნა, რომ ნიღბებს და სხვა სამედიცინო აღჭურვილობას გადასცემს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩინეთს, კამბოჯას და ლაოსს.