პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრი კობა კობალაძე ზაზა სარალიძის სოლიდარობის გამომხატველ აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ აქციიაზე იმყოფებოდნენ გარკვეული ჯგუფები, რომლებიც დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ. მისი თქმით, არავის მიეცემა სახელმწიფოს ჩამოშლის და დანგრევის უფლება
,,თითოეულ ჩვენგანს განცდა და მოლოდინიa, რომ ამ ქვეყანაში სამართალმა ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდროს თავისი ადგილი. იმ დღეს, როდესაც მე ვახლდი ბატონ პრემიერ-მინისტრს აქციაზე, დავინახეთ, რომ იქ იმყოფებოდა საკმაოდ ანგაჟირებული, აგრესიული ჯგუფის ნაწილი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავათვითცნობიეროთ, რომ ამ ქვეყანაში არ არის ყველაფერი ნორმალურად, ტერიტორიების 25% გვაქვს ოკუპირებული, აქედან გამომდინარე, ზედმეტი ენის მოჩლექვით და ვიღაც უსამშობლო ხალხის სპეკულირებით არ შეიძლება განცდა ჰქონდეს ვიღაცას, რომ ამ სახელმწიფოში მმართველობა მოშალონ და ქაოსი გამოიწვიონ. არავის ექნება და მიეცემა უფლება იმის, რომ ეს სახელმწიფო ჩამოიშალოს და დაინგრეს“,_განაცხადა კობალაძემ.