ამ წუთებში ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი ხმა დააფიქსირა საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს მომავლის წინაშე ღრმა პასუხისმგებლობით იხელმძღვანელა.
„ხმა მივეცი კანდიდატს და მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც არის ნაკარნახევი პასუხისმგებლობის გრძნობით საქართველოს მომავლის წინაშე“,_განაცხადა კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. მოქალააქეები პრეზიდენტს 6 წლის ვადით პირველად ირჩევენ.