„ძალიან ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი აკვირდება არჩევნებს საქართველოში. ვიმედოვნებთ, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩაივლის“,_აღნიშნული განცხადება გააკეთა ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, რომელიც ამ წუთებში, გორში, მე-10 საარჩევნო უბანზე იმყოფება.
მან საზოგადოებას აქტიურობისკენ და არჩევნებში ხმის მისაცემად მისვლისკენ მოუწოდა.
გორის ამავე საარჩევნო უბანზე, სადამკვირვებლო მისიით დიდი ბრიტანეთის ელჩის გარდა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ნიდერლანდების ელჩი და ავსტრალიის ელჩი იმყოფებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები დილის 8:00 საათიდან მიმდინარეობს.