ურეკში მომხდარი უბედური შემთხვევის დროს დაღუპული მოზარდი და ახალგაზრდა ქალი წალკის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლები არიან. როგორც, “კვირასთვის” გახდა ცნობილი, არასრულწლოვანი წალკის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე _ 14 წლის ირაკლი ვანაძეა, მეორე დაღუპული კი მისი ბიცოლა, 25 წლის ლეილა ბერიძე.
როგორც “კვირასთან” საუბარში, წალკის მერი, ილია საბაძე ამბობს, ურეკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილები ქალაქ წალკის მკვიდრნი იყვნენ. მისივე თქმით, ოჯახი მაღალმთიანი ხულოდან არის ჩამოსახლებული.
ცნობისთვის, გუშინ ღამით, შეკვეთილსა და ურეკს შორის მდებარე კაპროვანის სანაპირო ზოლში 2 ადამიანი დაიხრჩო. მათგან ერთი არასრულწლოვანია. ამის შესახებ ,,კვირას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
უწყების პრესსამსახურის განცხადებით, მაშველებმა არასრულწლოვანი ბიჭი და ახალგაზრდა ქალი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში ამოიყვანეს, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.