ლომის, მშვილდოსნის, თევზებისა და კირჩხიბის ნიშნები კი ამ კუთხით გამორჩეულები არიან.
ლომებისთვის ყურადღება და აღფრთოვანება მნიშვნელოვანია. ისინი მენტალურად ძალიან ძლიერი ადამიანები არიან და ზუსტად იციან, რისი მიღწევა სურთ. ამიტომ, ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, რომლებიც საჯაროობასთან, ლიდერობასთან და საკუთარი თავის გამოხატვასთან ასოცირდება.
მიუხედავად იმისა, რომ თევზებს ბავშვობიდან ყურადღებისაგან დამალვა სურთ, უნებლიედ შესაძლოა, მაინც ძალიან ცნობილი და საჯარო ადამიანები აღმოჩნდნენ. მაგალითად, ისინი ხელოვნებას, სამართალს, მედიის მიმართულებას ხშირად უკავშირებენ საკუთარ ცხოვრებას იმის გამო, რომ სხვების უფლებები დაიცვან და სამყარო უკეთეს ადგილად გადააქციონ. შესაბამისად, ცნობადობაც მოდის.
მშვილდოსნები ძალიან აქტიური, ცნობისმოყვარე, თავგადასავლების მოყვარული ადამიანები არიან. მათთვის პოპულარობა ცხოვრების კონტროლის საშუალებაა. აქედან გამომდინარე, ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ვხვდებით პოლიტიკაში, ბიზნესში, მარკეტინგსა და პიარში. მშვილდოსნებს აქვთ უნარი, ადამიანები თავის გარშემო შემოიკრიბონ და სხვადასხვა აქტივობა დაგეგმონ, ინიციატივა გამოიჩინონ. ეს თვისებები კი მათ საუკეთესო ლიდერებად აყალიბებს.
კირჩხიბები ძალიან ემოციური და საინტერესო ადამიანები არიან. მათ შესანიშნავად იციან, როგორ ამოიცნონ სხვების განწყობა და გრძნობები. ამიტომაც, ხშირად მათი საქმიანობა ხელოვნებასა და შემოქმედებითობას უკავშირდება. არიან წარმატებული მსახიობები, მწერლები და რეჟისორები. ამავდროულად, რასაც არ უნდა აკეთებდნენ, ორიგინალური და განსხვავებული ხედვა აქვთ. ამიტომაც, სოციუმში ყოველთვის გამოირჩევიან.



































































