ოზურგეთელი მიშა კეჭაყმაძე ოქსფორდის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების სადოქტორო პროგრამაზე მოხვდა.
“ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, როდესაც გავიგე, რომ ოქსფორდში მომიწევდა 3-4 წლით ყოფნა. სადაც გამოვიკვლევ პოსტსაბჭოთა რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესს“, _ თქვა „გურია ნიუსთან“ საუბრისას მიშა კეჭაყმაძემ.
ჩემი სწავლა დაფინანსებულია საქართველოს საერთაშორისო განათლების ცენტრის და კერძო სპონსორის მიერ.
მიშამ მანამდე დაამთავრა ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკურ მეცნიერებაში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ჯორჯის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა საჯარო პოლიტიკის განხრით (ატლანტა, აშშ).
მუშაობდა ევროპის საბჭოში, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებაში, საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში, მასაჩუსეტის შტატის კონგრესში და ვაშინგტონში მდებარე პოლიტიკურ საკონსულტაციო ორგანიზაციაში“.
რა ხდება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ამის შესახებ მიშა მოგვიანებით მოგვიყვება. იგი “გურია ნიუსის“ მკითხველს ექსკლუზივს დაჰპირდა.
Times Good University Guide-ის რეიტინგში ოქსფორდი თერთმეტი წელია, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. The World University Rankings–ის მიხედვით, ოქსფორდის უნივერსიტეტი მსოფლიოში საუკეთესოა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.