ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს მსაჯი მილორად მაჟიჩი განსჯის. ამის შესახებ გადაწყვეტილება უეფამ მიიღო.
როგორც ცნობილია, მაზიჩი საერთაშორისო მსაჯია 2009 წლიდან.
გავრცელებული ინფორმაციით, მსაჯის ასისტენტები მილოვან რისტიჩი, დალიბორ დურდევიჩი და კლემენტ ტურპინი იქნებიან.
როგორც ცნობილია, ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს „რეალ მადრიდსა“ და „ლივერპულს“ შორის კიევში გაიმართება.