დაბადების ციფრი უნდა გამოთვალოთ. მაგალითად, თუ ადამიანი დაიბადა 1969 წლის 12 აპრილს. ყველა ციფრი უნდა დააჯამოთ, სანამ ერთმნიშვნელოვან ციფრს არ მიიღებთ. 1+2+0+4+1+9+6+9=32=3+2=5 შესაბამისად, დაბადების ციფრი 5-ს უდრის. თავად სცადეთ.
ციფრი 1
სავარაუდოდ, ამ ცხოვრებაში შემოქმედებით დაკავებული ან გატაცებული ხართ. შორს არ წასულხართ, რადგან წინა ცხოვრებაში ხელოვნებასა და მშენებლობასთან ურთიერთობა გქონდათ.
ციფრი 2
თქვენი მიმდინარე ცხოვრების გათვალისწინებით, შესაძლოა, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი სამსახურით ხართ დაკავებული. გამორიცხული არაა, რომ ადრე მსახიობი ან მოცეკვავე იყავით, რადგან ყურადღების მიზიდვა გიყვართ.
ციფრი 3
წინა ცხოვრებაში მასწავლებელი იყავით, ასევე შეიძლება სამხედრო საქმით ყოფილიყავით დაკავებული. დიდი ალბათობით, ოდესღაც ჯადოქარი, ეზოტერიკოსი ან მკურნალი იყავით. ამ ცხოვრებაშიც ინტუიცია კარგად განვითარებული გაქვთ.
ციფრი 4
თქვენ მექანიკოსი იყავით. ტექნიკას, სხვადასხვა მოწყობილობას აუჩქარებლად აკეთებდით და ახალს ქმნიდით. შესაძლოა თქვენი საქმიანობა დაკავშირებული იყო ფულთან: ბუღალტერი, ეკონომისტი. სწორედ ამიტომ, ახლა შეგეფერებათ სამსახური, რომელიც გააზრებას და აუჩქარებელ მოქმედებას მოითხოვს.
ციფრი 5
ადრე თქვენს დანიშნულებას მოსამართლის, პროკურორის ან ადვოკატის როლში ხედავდით. ასევე შესაძლებელია სამოგზაურო ცირკში საქმიანობა. გეთანხმებით, რომ პროფესიები რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ თქვენც არ ხართ ჩვეულებრივი ადამიანი!
ციფრი 6
დიდი ალბათობით, ეკლესიაში მსახურობდით ან ექიმი იყავით. ერთი სიტყვით, ხალხისთვის ერთგვარი ნუგეშისმცემელი და ბედისწერის შუამავალი იყავით. ახლა შეიძლება მსგავსი რამით იყოთ დაკავებული. ბუნებით სხვების დახმარება ძალიან გიყვართ, ზოგჯერ საკუთარი თავის ხარჯზეც კი.
ციფრი 7
თქვენი ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა შეიძლება წარსული ცხოვრებიდან მოდიოდეს, როცა მასწავლებელი ან ალქიმიკოსი იყავით. ასევე შეიძლება იყავით ოქრომჭედელი ან მცხობელი, სადაც ძალიან მნიშვნელოვანია ექსპერიმენტებისკენ ლტოლვა და მარცხის მოთმენის უნარი.
ციფრი 8
ერთ–ერთ წარსულ ცხოვრებაში მოსამართლე ან უძრავი ქონების სპეციალისტი იყავით. გარდა ამისა, თქვენი კარიერა შეიძლება პოლიტიკასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ყველაზე ხშირად ძალიან სერიოზული პროფესიული ზრდა შეიმჩნეოდა.
ციფრი 9
ციფრის მიხედვით, წინა ცხოვრებაში სილამაზესა და მოდასთან მჭიდრო კავშირში იყავით. შესაძლოა, ტანსაცმლის ნიმუშებს ქმნიდით, ვიზაჟისტი, ფოტოგრაფი ან მოდის კრიტიკოსი იყავით.
ავტორი