https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

    საპროტესტო აქციების დროს არეულობის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა (უცხოეთი)

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყო ეს სიცოცხლეწართმეული ხვთისნიერი კაცი ბერიშვილი შუასურებიდან?

5:08; 13.08.2018
მკითხველი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“გურია ნიუსში” გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში, რომელიც ოჯახებში დაცული, საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი რეპრესიების, წინაპრების ტრაგიკული ისტორიების გამომზეურებას ითვალისწინებს, ერთ საინტერესო წერილს გაგაცნობთ.

1991 წლის 15 მაისით დათარიღებული ეს წერილი ბატონ ილია ცინცაძეს ეკუთვნის _ გამორჩეულ პიროვნებას გასული საუკუნის ჩოხატაურის სინამდვილეში; მდიდარი არქივის შემქმნელს, რომელიც, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ მიუხედავი, ნაწილობრივ დაკარგული და განადგურებულია.

წერილის ადრესატი კი ქალბატონი რუსუდან ბერიშვილია; სწორედ მან გადმოგვცა ეს წერილი, რომელსაც სრულად ვაქვეყნებთ.

ქალბატონო რუსუდან, გამარჯობა! თქვენმა პუბლიკაციამ _ “ჯიუტი გვარის შვილები”, რომელიც დაწერილია კვალიფიციურ დონეზე, გამახსენა არა მარტო ნახული კარმიდამო, სადაც ობლად ბუხარი იდგა მარტო, დიდი შთამომავლობის ბედკრული ისტორიაც გვამცნო, რისთვისაც, როგორც მკითხველისგან, გთხოვთ, მიიღოთ დიდი მადლობა. ალბათ, ჟურნალისტთა არმიამ, თქვენი სახით დაკარგა კარგი სპეციალისტი. სამწუხაროდ.

აქვე მინდა მოგითხროთ ერთი სინამდვილე, რომელიც მე განვიცადე:

იდგა 1944 წლის მარტი თუ აპრილი. სამხედრო ეშელონს, რომლითაც სტალინგრადის ბრძოლებში დაღუპული ოფიცრების 7-8 წლის 164 შვილი მომყავდა თბილისის ადმირალ ნახიმოვის სახელობის სამხედრო-საზღვაო სასწავლებელში, ჯარისკაცებით სავსე კიდევ 20 ვაგონი მოაბეს.

ვაგონიდან ვაგონში გადასვლა ისე გრძელდებოდა სიმრავლის გამო, რომ იატაკზე მყოფი ჯარისკაცებისთვის უნდა გადაგევლო.

უეცრად შემომესმა “კაცოს” ძახილი _ სულ ზემოდან ხელგამოწვდილი ადამიანი იღებდა ჯარისკაცებისგან გამხმარი პურის ნატეხს ან გახვეულ “მახორკის” ნარჩენს. ვუცქეროდი და ვუსმენდი ამ სურათს, გული მეწვოდა.

მივუახლოვდი, როგორც იქნა და ავძახე:

_ ქართველი ხარ?

_ კი, ბიძია, _ მიპასუხა…

_ საიდან, კაცო?

_ ჩოხატაურიდან.

_ ჩემი სოფლელი ყოფილხარ… გვარი?

_ ბერიშვილი. შენი ჭირიმე, აქანე არ დამტიო, _ შემეხვეწა.

2-3 საათის შემდეგ წავიყვანე ჩემთან, ბავშვებისგან მოშორებით, ღუმელთან გაუშალა ექიმმა ლეიბი და “ადეალები”. თან პროდუქტი მოუკითხეს ბავშვებმა. დახარბებული დაეწაფა და დავტოვე… რომ მოვინახულე უძრავად იწვა, კიდეც შევშინდი ხომ არ… ფრთხილად გავაღვიძე და გავაგრძელეთ საუბარი:

_1942 წელს, მეზობლის დაბეზღებით დამაპატიმრეს და გადამასახლეს ციმბირში. ერთი თვეა, გამათავისუფლეს, მარა, ჩემი პატრონი, ისიც პატიმარი ჯიმშეთი ბერძენიშვილი (დაბიდან, ი. ც.) გარდაიცვალა და ყინულის საფლავში დავასაფლავეთ. ამიტომ შემაგვიანდა წამოსვლა, ხუთიდან 4 გარდაიცვალა, მე შევეკედლე ამ მადლიან ხალხთან ეშელონში და მოვდივარ მას შემდეგ…

რახან შენ გნახე, აწი აფერი არ მიჭირს, _ სურებელის კილოკავით დაამთავრა და ჭამა განაგრძო.

ვუცქეროდი გაოგნებული _ ამ სიგრძე კაცი, სახით ნამდვილი მთის ვაჟკაცი, ჯანგაცლილიყო ციმბირში. ჯარისკაცის ყურებიანი გაქექილი ქუდი ეხურა, თვალები მიბნედილი, მეჩხერი გაუპარსავი წვერი, დაფლეთილი შინელი წელზე თოკით შეკრული, ფეხზე ავტოშინის ძირიანი წუღა ეცვა, მხარზე ბრეზენტის ჩანთა გადაეკიდა და პურის ნატეხები ეყარა შიგ საგზლად…

ვუცქეროდი და გული მეწვოდა ცოდვისგან, ვინ დაიდო მისი ცოდვა, რომ ასე წამებული გაეხადა. ბავშვები გულუხვად უმასპინძლდებოდნენ უცხო “კაცოს” _ ჯიუტი გვარის შვილს.

თბილისის რკინიგზის სადგურში ადგილი მივუჩინე. როცა დავაბინავე ბავშვთა ასეული, უმალ მივბრუნდი, ადგილზე არ დამხვდა… ბაქანზე ტვირთის საზიდი “ტაჩკა” შემომეფეთა; დავხედე, ჩემი თანამგზავრი უსულოდ იდო ზედ და მიჰყავდათ… სახელი კი დროთა სვლამ წაიღო ჩემი მეხსიერებიდან…

იქიდან მოყოლებული დღემდე ვერ გამიგია _ ვინ იყო ეს სიცოცხლეწართმეული ხვთისნიერი კაცი ბერიშვილი შუასურებიდან?

 პატივისცემით,ილია ცინცაძე

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მკითხველი

რუსეთის რეგიონებს დრონები დაესხნენ თავს _ მოსკოვის აეროპორტებმა მუშაობა შეაჩერეს

10:33; 4 აპრილი, 2025
მკითხველი

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 95 სამხედრო დაიბრუნა

11:29; 19 ოქტომბერი, 2024
მკითხველი

“როცა ერი პოლიტიკურ ასპარეზზე მარცხდება, კულტურას უნდა მიმართო”

09:11; 11 ნოემბერი, 2019
მკითხველი

მწერალთა სახლში იოსებ სიბოშვილის წიგნების პრეზენტაცია შედგა

11:09; 19 სექტემბერი, 2019
მკითხველი

14 წლის ბიჭს დენმა დაარტყა და დაიღუპა

10:08; 12 აგვისტო, 2019

ოზურგეთის მერიამ ბიუჯეტი აზარალა _ ვინ დააბრუნებს უკან ზედმეტად გადახდილ თანხებს

სამადლობელი და სამადლოც

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026
პოლიტიკა

პაპუაშვილი: ევროკავშირი, როგორც საერთაშორისო წესრიგის გარანტი, აღარ არსებობს

14:22; 6.01.2026
საზოგადოება

ადვოკატის ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

14:15; 6.01.2026
საზოგადოება

“მნიშვნელოვანია ექიმთან დროული კომუნიკაცია”- ივანე ჩხაიძე

13:27; 6.01.2026
საზოგადოება

ცეცხლმოკიდებული სახლიდან გაქცევის დროს ქალი აივნიდან გადმოხტა და გარდაიცვალა

12:52; 6.01.2026
ზაფრანი

მსოფლიო საშობაო ნუგბარ-ტრადიცია

12:18; 6.01.2026
ზაფრანი

საახალწლო „დიდთოვლობა“

11:37; 6.01.2026
ზაფრანი

ახალ წელს – “ახალი” მასწავლებელი!

11:33; 6.01.2026
სამართალი

შსს: უცხო ქვეყნის 13 მოქალაქე საქართველოდან გავაძევეთ

11:23; 6.01.2026
სამართალი

“სუპერმარკეტის თანამშრომელს თანხა მოსთხოვა”- დაკავებულია ერთი პირი

11:20; 6.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

10:10; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო