ჩოხატაურის #62 საოლქო საარჩევნო კომისიაში ყველა საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია.
ოლქის მაშტაბით პირველი ამომრჩეველი ვანის #16 საარჩევნო უბანზე მივიდა.
62 წლის სოსო თოხაძე ჩოხატაურში პირველი ადამიანია, რომელმაც არჩევანი დააფიქსირა.
ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თემურ კუტუბიძის ინფორმაციით, უბნების გახსნამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და შეფერხებები არსად დაფიქსირებულა.