https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ იყვნენ პირველი გურული ფირალები

9:07; 26.07.2017
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

ფირალების ზუსტ რიცხვს, ალბათ, ვერავინ დაასახელებს, გასაგებ მიზეზთა გამო ყველას არც გვარ-სახელი და არც ფოტო შემონახულა.  არსებობს ზოგიერთი ფირალის ფოტოგამოსახულება, მაგრამ თითქმის არაფერია ცნობილი მათი პიროვნებების შესახებ. მაგალითისათვის საკმარისია გიორგი ქინქლაძე და აგია ჩხაიძე. გადმოცემით ისინი ერთად ფირალობდნენ, თუმცა წლები ცნობილი არ არის. ქინქლაძე სოფელ ორაგვესთან პოლიციასთან შეტაკებისას მძიმედ დაიჭრა და სოფელ აკეთში გარადიცვალა, სადაც დაკრძალეს კიდეც. ჩხაიძე რუსეთსა და საქართველოში “მოღვაწეოდა” – ძარცვავდა ბანკებს. ის გურიაში დაიჭირეს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ჩამოახრჩვეს. არსებობს გადმოცემა, რომ როცა მასთან საკანში მღვდელი და პოლიციელი შესულა, აგიას, უზარმაზარი ძალის პატრონს, ისე მიუხეთქებია ერთმანეთისთვის, რომ ორივე უსულოდ დაცემულა მიწაზე.

შემორჩენილი ხალხური ლექსის მიხედვით ერთ-ერთი პირველი ფირალი სურებელი ალმასხან ბედინეიშვილი იყო. თურმე მისი ბატონი ზურაბ ერისთავი ისედაც ღარიბ გლეხს სისხლს უშრობდა _ მივიდოდა მასთან სახლში და მოითხოვდა საჭმელ-სასმელს, თანაც არც ზომა იცოდა და არც წონა. მისი სტუმრობა რამდენიმე დღე-ღამე გრძელდებოდა. რა უნდა ექნა ალმასხანს, ითმენდა, მაგრამ ერთხელაც ბატონს ნამეტანი მოუვიდა- ალმასხანის ქალი მოინდომა. აქ კი მოთმინების ფიალა აევსო ალმასხანს, ასე არ უნდაო მიუვარდა ბატონს სასახლეში, ლოგინში მწოლიარე აჩეხა და ტყეში ფირალად გავარდა.

ცნობილი ეთნოგრაფისა და პუბლიცისტის აპოლონ წულაძის მიხედვით უძველესი ფირალებია თავადი მაქსიმეიშვილი და გოგორიშვილი. მისი თქმით საქართველოს ანექსიამდე საქართველოში ფირალობა არ ყოფილა. ბატონის მკვლელი ან სხვაგვარი დამნაშავე ერთი კუთხიდან მეორეში გადავიდოდა, სხვა ბატონს შეაფარებდა თავს. გურიის 1841 წლის ჯანყის შემდეგ კი ეს შეუძლებელი შეიქნა. მიწერ-მოწერის მეშვეობით მთავრობა დამნაშავეს ყველგან მონახავდა. ფირალებს მხოლოდ ერთი თავშესაფარი _ ახლობლები და თავისიანები რჩებოდათ. ჯანყის დამარცხების შემდეგ მთავრობამ თითქმის ყველა მონაწილე დაიჭირა, ზოგი ციხეში ჩასვა, ზოგი გადაასახლა, მხოლოდ ორი მათგანი _ მაქსიმეიშვილი და გოგორიშვილი ვერ ჩაიგდო ხელში. ისინი იარაღით ხელში ტყეში გავარდნენ და მთავრობის მოხელეებსა და ხალხის მოღალატეებს ანაგარიშს უსწორებდნენ.

ორივეს ბევრი შეტაკება გადაუტანია თურმე. ერთხელ გოგორიშვილი პატარა სახლში მოამწყვდიეს, ალყა დაარტყეს, მაგრამ ფირალს ვერაფერი მოუხერხეს, ამიტომ სახლს ცეცხლი წაუკიდეს. სახლის ჭერი როცა ჩამოინგრა, გოგორიშვილი მაშინ გამოვარდნილა ცეცხლიდან და ჯარს ხელიდან მაინც დაუსხლტა. სახელგანთქმული ფირალის მელქისედეკ გუნთაიშვილის ძმის, აპოლონის დღიურებში მოხსენიებულია ფირალი აკაკი ზოიძე. ის ერთი ღარიბი გლეხი იყო, მებატონე ქარცივაძის შინაყმა. ცხოვრობდა პატარა ქოხში და ჰყავდა ერთი მარჩენალი ძროხა. მან ცოლის მოყვანა გადაწყვიტა და ბატონთან ნებართვის ასაღებად მივიდა. ბატონმა უთხრა: “…ყაძახო თუ ქალის მოყვანა გინდა მაშინ შენ ძროხას მოამბი რქაში ბაწარი და მომგვარეო და მაშინ ნებართვას მოგცემო”.

შეურაცხყოფილმა ზოიძემ აიღო თოფი და ბატონი თავისსავე ეზოში გააგორა, თავად კი ოსმალეთში გადავიდა. მუსლიმი ქართველების დახმარებით იქვე იპოვა თავშესაფარი. მაგრამ როგორც კი შანსი ეძლეოდა გადადიოდა გურიაში და ქარცივაძეების ოჯახს აწიოკებდა: ხან ცხენს, ხან ძროხას, ხან კი სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთებს ართმევდა და ჩოლოქს გაღმა ჰყიდდა. ქარცივაძეები გავლენიანი ოჯახი იყო და ხელისუფლებამ ჯილდო დააწესა ზოიძის დაჭერისთვის. დაიქირავეს ვინმე სანდრო ბოლქვაძე, რომელიც როგორც ვითომდა დევნილი და ციხიდან განაქცევი გადავიდა ოსმალეთში და ზოიძესთან დაახლოება სცადა. პირველ ხანებში ზოიძემ ბოლქვაძე ახლოს არ გაიკარა. დროთა განმავლობაში კი ყურადღება მოადუნა, ამით ისარგებლა ბოლქვაძემ და ერთ ღამეს მიადგა აკაკი ზოიძეს სახლში.

როცა ნამძინარევი ფირალი ზღრუბელზე გამოჩნდა _ დამბაჩა დაახალა. სიკვდილის წინ ზოიძემ მკვლელს უთხრა _ შენ და შენ შვილებს ხეირი არ გექნებათო. ფირალის მკვლელობისთვის ზოიძემ კარგი გასამრჯელო მიიღო და “გაკეთდა”, ორი შვილი გაზარდა, მაგრამ ზოიძის სიტყვები მაინც წინ დაუხვდა. ერთხელ ლეღვზე ასული ბოლქვაძე ჩამოვარდა და ღობის სარს საჯდომით დაესო, სარი კისრის არეში გამოვიდა. მამის სიკვდილის შემდეგ მისი ერთი ვაჟი სულ მალე გარდაიცვალა, მეორე კი გაგიჟდა. ის იჯდა ხოლმე გზის ნაპირას, თხრიდა მიწას და იძახდა _ აქ არის ღალატი დამარხულიო.. (ა. გუნთაიშვილი რვეული # 9) გურიაში ამბობდნენ, რომ ფირალების არც ერთი გამცემი, მკვლელი და მოღალატე თავისი სიკვდილით არ მომკვდარაო და არც მის ოჯახს არ გაუხარებიაო.

არსებობს ვინმე ერმალო კვაჭაძის მოგონება, რომელიც ასახელებს ოთხ ფირალს, რომლებიც ბატონებს გაექცნენ და სოფელ ორაგვესთან მდებარე ერთ დაბურულ კლდოვან ხევს შეაფარეს თავი. ესენი იყვნენ მიქელა კვაჭაძე, ბუჭუა ბოლქვაძე, რომელსაც შემდეგ ბურძგლა დაერქვა, ლიხოურელი ურუშაძე, რომელსაც ბატონი შემოკვდომია და ვიღაც აჭარელ კაჟიოღლი. ფირალების მეთაური ბუჭუა ყოფილა. გურიელი ხშირად აგზავნიდა თურმე შეიარაღებულ კაცებს მათ დასაჭერად, მაგრამ ფირალები ყოველთვის ამარცხებდნენ მათ. მაგრამ ერთხელ ბუჭუა მაინც ჩაიგდეს ხელში, გურიელმა ბუჭუა თავისთან წაიყვანა ყარაულად და ოთხ არშინიანი თოფიც აჩუქა. ბურძგლა დიდხანს ვერ გაჩერდა თავადთან და გაიპარა. გურიელმა მას მდევრები დაადევნა, რომლებმაც ფირალი მოკლეს.

ანტონ ხინთიბიძის წიგნის მიხედვით კი ერთ-ერთი პირველი ფირალი კოწია ცეცხლაძეა. ცეცხლაძე ოზურგეთის მაზრის სოფ. გოგიეთის მცხოვრები იყო, რომელიც რამოდენიმე წლის ფირალობის შემდეგ, ⅩⅨ საუკუნის 80-იან წლებში შერიგებია მეფის მთავრობას და ოჯახში დაუწყია მუშაობა. გარდაიცვალა დაახლოებით 70 წლის.

ამონარიდი ირაკლი მახარაძის წიგნიდან ,,გურული ფირალები”.

გაზიარება12Tweet7Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12 თებერვალი, 2026
ისტორია

ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

11:25; 5 თებერვალი, 2026
ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026

დაბა მანგლისში ფორუმი „დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე" გაიმართა (R)

ყველაზე დიდი დინოზავრი

ყველა სიახლე

პოლიტიკა

“გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა”- ილიაუნის რექტორი

16:49; 12.02.2026
ფინანსები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

16:18; 12.02.2026
პოლიტიკა

საია ეხმიანება და კრიტიკულად აფასებს სასამართლო სხდომის დარბაზიდან ადვოკატის გაძევებას

16:12; 12.02.2026
პოლიტიკა

როგორ გადანაწილდება სახელმწიფო უნივერსიტეტებში კვოტები – მინისტრის განმარტება

15:56; 12.02.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ტელეიმედის” წინააღმდეგ „რადიო თბილისი FM93.5″-ის საჩივარი არ დააკმაყოფილა

15:44; 12.02.2026
პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: სწორედ ასეთ გულწრფელ საუბარს ვითხოვთ ევროპული ბიუროკრატიისგან

15:21; 12.02.2026
სამართალი

ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევები გურიაში- შსს-ს სტატისტიკა

14:42; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობის გადაწყვეტილებით, 1-ელი ივლისიდან პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის გაცემა

13:30; 12.02.2026
საზოგადოება

300, 500 და 1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

13:26; 12.02.2026
საზოგადოება

აიკრძალება 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა

13:13; 12.02.2026
ისტორია

,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

13:07; 12.02.2026
პოლიტიკა

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღების კვოტებს დაამტკიცებს

12:36; 12.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
საზოგადოება

გურიაში, მდინარე სუფსაზე ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

11:28; 12.02.2026
სამართალი

პოლიციამ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი მარნეულში დააკავა

11:17; 12.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო