ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნინო ჩიტაძის ინფორმაციით, წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 338 მოსწავლე აბარებდა საატესტატო გამოცდებს, აქედან, 43 მოსწავლე ჩაიჭრა, ხოლო 12 უმაღლესი შეფასება დაიწერა. აღსანიშნავია, რომ ოთხმა ბავშვმა ორ-ორ საგანში დაიმსახურა 10-იანი.
ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებიდან სამმა მოსწავლემ მიიღო უმაღლესი შეფასება ორ-ორ საგანში _ დეა ჭეიშვილმა 10 ქულა დაიმსახურა მათემატიკასა და უცხო ენაში, ნინო ორმოცაძემ ქართულსა და ისტორიაში აჩვენა საუკეთესო შედეგი, ხოლო სოფიო ბლაგიძემ ასევე, ქართულსა და ისტორიაში.
მესამე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ქეთი ჩიკაშუამაც ორ საგანში, მათემატიკასა და უცხო ენაში მიიღო 10-ქულიანი შეფასება. ამავე სკოლის კურსდამთავრებულებმა მარიამ გურგენაძემ და ეთერ ქურიძემ 10-10 ქულა უცხო ენაში დაიმსახურეს.
უცხო ენაში მაქსიმალური შეფასება მიიღო სასულიერო გიმნაზიისა და სუფსის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა: კატერინა ტოროტაძემ და ირაკლი თოდუამ მიიღეს.