საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ევროსასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატი გიორგი პაპუაშვილი, სამთავრობო კომისიის წარმომადგენლებთან წინასწარ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა სამთავრობო კომისიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ 5-წევრიან პრეტედენტთა სიაში მოხვდეს, _ ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კაიკაციშვილის თქმით, გიორგი პაპუაშვილმა ევროსასამართლოში მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში ხელმეორედ მონაწილეობის გადაწტვეტილება უცხოელი პარტნიორების მხარდაჭერის შემდეგ მიიღო.
ორგანიზაციის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუკი სამთავრობო კომისია გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურას საქართველოს მთავრობას წარუდგენს, უცხოეული პარტნიორების გავლენის საფუძველზე, არ არის გამორიცხული, საქართველოს მთავრობამ ევროსასამართლოს მოსამართლეობის 3 კანდიდატს შორის, გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურაც წარუდგინოს. მოცემულ შემთხვევაში, ორგანიზაცია კვლავ ხედავს პროცესის პოლიტიკური შეხედულებებით გადაწყვეტის საფრთხეს, რაც ქვეყნის იმიჯსა და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს, მნიშვნელოვნად აზარალებს.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სამთავრობო კომისიამ პრინციპული დამოკიდებულება უნდა გამოთქვას გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის მიმართ და მასთან გასაუბრების დროს არ დაუშვას შერჩევითი დამოკიდებულება.
„იქედან გამომდინარე, რომ კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მაღალი სამოსამართლო თანამდებობის დასაკავებლად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს ან უნდა იყოს კომპეტენტური და აღიარებული სამართალმცოდნე, ჰქონდეს პროფესიით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება და მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია, გიორგი პაპუაშვილი დადგენილი მოთხოვნებიდან ვერ აკმაყოფილებს მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაციის მოთხოვნებს. სამთავრობო კომისიამ მისი კანდიდატურა ევროსასამართლოს მოსამართლეობის პირველ შესარჩევ კონკურსში სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმებთან კონფლიქტის გამო ჩააგდო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მოსამართლე ქონებაჩამორთმეულის სახლში ცხოვრობს, აგრეთვე, აჭარის ა/რ პროკურატურაში, თაღლითობის მუხლით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმეც, სადაც სამართალწარმოება მიმდინარეობს გიორგი პაპუაშვილის მიერ მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკუთრებაში არსებული კიდევ ერთი ქონების – ავტოფარეხის მისაკუთრების ფაქტზე, რომელიც 2004 წელს სახელმწიფოს მოქალაქისთვის არ ჩამოურთმევია და გიორგი პაპუაშვილმა 2010 წელს, ამხანაგობის კრების საფუძველზე, ამხანაგობის თავმჯდომარის იძულების შედეგად დაირეგისტრირა. შესაბამისად, სამთავრობო კომისიის მომავალი გადაწყვეტილებები თავად განსაზღვრავს, რამდენად თავისუფალი ნების პირობებში მოხდება კანდიდატების მიმართ მხარდაჭერა და რამდენად ერთგული დარჩება სახელმწიფო გიორგი პაპუაშვილთან პირველ გასაუბრებაზე გამოთქმული პრეტენზიების ერთგული“, _ აცხადებს კაიკაციშვილი და დასძენს, რომ სამთავრობო კომსიიის ახალ წევრად მონაწილეობას იღებს ორგანიზაცია „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“.
„ორგანიზაცია ყურადღებას დაუთმობს იმ გარემოებას, რომ სიფა-ს გამგეობის წევრია ბატონი გოჩა გოგიშვილი. ბატონი გოჩა გოგიშვილი წარმოადგენს გიორგი პაპუაშვილის ინტერესების დამცველს საერთო სასამართლოებში მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან წარმოებულ დავაში. შესაბამისად, „ახალგაზრდა ადვოკატები“ განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება აღნიშნული ორგანიზაციის მიერ გიორგი პაპუაშვილის მიმართ გამოთქმულ შეფასებას და მხარდაჭერის ხარიხსს, ვინაიდან რთულია ორგანიზაციამ ობიექტური დამოკიდებულება შეინარჩუნოს გიორგი პაპუაშვილის კანდიდატურის განხილვის დროს“, _ აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, როლანდ ბლადაძის სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარი და გიორგი პაპუაშვილის სასარგებლოდ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები, უკიდურესად ფორმალური ხასიათისაა, რაც გიორგი პაპუაშვილს მორალურ-ეთიკური პასუხისმგებლობისგან ვერ გაათავისუფლებს.
„ვიდრე როლანდ ბლადაძე ქონებრივ უფლებებში არ აღდგება, სახელმწიფო სამართლიან გადაწყვეტილებებს არ მიიღებს და გიორგი პაპუაშვილი ალტერნატიული ფართის სანაცვლოდ არ დათმობს სხვის ქონებას, მისი მაღალი მორალური და პროფესიული რეპუტაცია დაკნინებული იქნება“, _ აცხადებს კაიკაციშვილი.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 68 კანდიდატმა გამოთქვა. აღსანიშნავია, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან წარსაგზავნი მოსამართლის 2016 წლის კონკურსში 47 კანდიდატი მონაწილეობდა. კანდიდატთა ხუთპირიან სიას სამდივნო გააცნობს კომისიის წევრებს, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის სახელით წარუდგენს საქართველოს მთავრობას.
ამავე თემაზე:
გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონებაზე საქმის განხილვა უზენაესს სასამართლოში გაგრძელდება
გიორგი პაპუაშვილის სადავო ქონების პირველი ექსკლუზიური კადრები
რა კითხვებს აჩენს გიორგი პაპუაშვილის სადაო ქონების საქმეზე გადაწყვეტილების გამოუცხადებლობა
ყოფილი მოსამართლის სადაო ქონება _ მხარეები გადაწყვეტილების მოლოდინში
“ეკონომიკის სამინისტრო უფრო ახლოს დგას გიორგი პაპუაშვილთან, ვიდრე სამართლიანობის აღდგენის პროცესთან”
სამ მოსამართლეს შესაძლო კორუფციულ სამართალდარღვევაში ადანაშაულებენ
რაზე უთხრა გიორგი პაპუაშვილს უარი თბილისის საქალაქო სასამართლომ
მორიგების აქტზე თანხმობას მხოლოდ გიორგი პაპუაშვილი აფერხებს -“ახალგაზრდა ადვოკატები”
რა გარიგებას დებს გიორგი პაპუაშვილი სადაო ქონებასთან დაკავშირებით
“ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ არაფერი იცის”
გადაარჩინეთ ქართული მართლმსაჯულება! –”ახალგაზრდა ადვოკატები” ომბუდსმენს მიმართვენ
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს პროკურატურაში უჩივლეს
გიორგი პაპუაშვილის ქონება დააყადაღეს
პროკურატურაში, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ქმედებაზე, გამოძიება მიმდინარეობს
“ამ ადამიანებმა უნდა უჩივლონ სახელმწიფოს და არა გიორგი პაპუაშვილს”