https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ვინ უნდა მოაგვაროს პრობლემა?! _ ოჯახი დახმარებას ითხოვს

12:03; 6.03.2020
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურში, კოსტავას ქუჩაზე მცხოვრები ლიანა გიორგაძის გასაჭირის შესახებ “გურია ნიუსი” ჯერ კიდევ 2013 წელს საუბრობდა _ როგორც მაშინ ვწერდით, ყოფილი “კოლმშენის” შენობაში მცხოვრები ოჯახი წლებია, რაც წვიმასა და თოვლში წყალში იხრჩობა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის იმდროინდელი გამგებელი, თამაზ ჯინჭარაძე ამბობდა, რომ ლიანა გიორგაძის ოჯახის პრობლემა ადვილი გადასაჭრელი არ იყო.

თუმცა, ამდენის წლის შემდეგ პრობლემა, რომელსაც კოსტავას ქუჩაზე სანიაღვრე არხები ქმნის, მოუგვარებელი რჩება.

უხვი ნალექის დროს ადიდებული წყალი საცხოვრებელი შენობის ეზოს ტბორავს და ზოგჯერ სახლშიც შედის.

როგორც ლიანა გიორგაძე გვიყვება, წლების განმავლობაში ქირით ცხოვრობდა, შემდეგ კი ოჯახთან ერთად მიტოვებულ შენობაში გადავიდა. მართალია, გარეთ არავინ გააგდო, მაგრამ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს.

“სახლი არ მქონდა, ქირით ვცხოვრობდი, ხან _ სად და ხან _ სად. არავინ მეხმარებოდა. სადაც ვნახე მიტოვებული შენობა, ცხოვრება იქ დავიწყე. არც კარი, არც ფანჯარა არ იყო, მაგრამ შევინარჩუნე. იცხოვრე, ვინ გაგდებსო, გამგებელმა მითხრა, მაგრამ ფართს საკუთრებაში არ მიფორმებენ.

22 წელია აქ ვცხოვრობ. იყო პრობლემები, რომელიც მოაგვარეს, მაგრამ 5 არხი გაედინება და წვიმის დროს წყალი სახლშიც შემოდის. ვის არ მივმართე _ ჩვენი მერი იძახის, პრობლემის გადაჭრა მე არ მეკუთვნისო. ვერ გავიგე, ვის ეკუთვნის ამ პრობლემის მოგვარება.

სამაშველო სამსახურს ხშირად ვიძახებ, რადგან ტერიტორია ისე იტბორება, გადაადგილება შეუძლებელია. წყალი სახლშიც შემოდის და ხან რა ნაგავი მოაქვს და ხან _ რა. ისეთი სუნი დგება, სულ ღია მაქვს ფანჯრები. ცოტა ხნის წინ, დავრეკე სამაშველო სამსახურში და წყალდიდობის გამო გამოვიძახე, მაგრამ არ მოვიდნენ. რომ გადავრეკე, ოპერატორმა მითხრა, გადავცემ გამოძახებასო. ცოტა ხანში ისევ დავრეკე და მითხრეს, თუ კანალიზაციიდან გადმოდის წყალი, მაშველებს არ აქვთ მოსვლის უფლება, შენ თვითონ გაწმინდე არხიო. მარტო ჩემი არხი რომ მაწუხებდეს, მაგას შენ ვერ მასწავლი,-მეთქი, ვუთხარი. სამაშველო სამსახურის უფროსი გია სიხარულიძე იყო მოსული და მითხრა, ამ წყალს ჩვენ ვერ ამოვტუმბავთ _ უფლება არ გვაქვს, რამე რომ შემეძლოს, დაგეხმარებოდიო.

შეშა რომ არ მქონდა, მივედი ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ვთხოვე. ორჯერ დამაწერინეს განცხადება, ორი თვე ველოდი და შეშა ახლა მოვიტანე.

სოციალურ დახმარებას ვიღებ. ახლა მაგ ტერიტორიაზე სახანძრო შენდება და ასე მითხრეს, იმათ უნდა მოაგვარონ პრობლემაო”, _ ამბობს ლაურა გიორგაძე.

რამდენად ხშირად სჭირდება აღნიშნულ ოჯახს მაშველების დახმარება და შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის უფროსმა ოჯახს წყლის ამოტუმბვაზე უარი უთხრა, ამის გადასამოწმებლად სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელს გია სიხარულიძეს დავუკავშირდით.

როგორც სიხარულიძემ გვითხრა, კომენტარის გაკეთების უფლება არ აქვს და უწყების პრესსამსახურთან გადაგვამისამართა.

“განყოფილების უფროსი ვარ, მაგრამ არანაირი უფლება არ მაქვს, რომ ინფორმაცია მოგაწოდოთ. დაუკავშირდით თბილისს”, _ გვითხრა სიხარულიძემ.

“გურია ნიუსმა” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურს მიმართა.

“თქვენს სახლში კანალიზაციის “ტრუბა” რომ გასკდეს, სამაშველო უნდა მოვიდეს თუ მუნიციპალიტეტის სამსახური? თუ 112-ში დაფიქსირდა ზარი, გამორიცხულია, რომ სამაშველო სამსახური არ მისულიყო _ მაშველები მიდიან ყოველთვის და ყველგან, როცა ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. თუმცა, კონკრეტულ შემთხვევაზე, კონკრეტულ საათსა და რიცხვს თუ მოგვაწვდით, ინფორმაციას გადავამოწმებთ”, _ გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში.

იმის გასარკვევად, როგორ უნდა მოგვარდეს ჩოხატაურში სანიაღვრე სისტემის პრობლემა, რომელიც 5-სულიან ოჯახს უამინდობაში მშვიდად ყოფნის საშუალებას არ აძლევს, “გურია ნიუსი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს დაბაში, გოჩა ჯინჭარაძეს დაუკავშირდა:

“ჩემი მოვალეობაა ხელმძღვანელობამდე ამბის მიტანა. თანხა მე არ მაქვს. რაღაცეები გაკეთდა. ახლა სამაშველო სამსახური შენდება და ეგ პრობლემა, როგორც ვიცი, უნდა მოგვარებულიყო. მიმართეთ მერს _ იგი საქმის კურსშია”, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი კუჭავას თქმით კი, ლიანა გიორგაძემ, რომელიც ყოფილი “კოლმშენის” შენობაში უკანონოდ ცხოვრობს, ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით ბევრჯერ მიმართა და მუნიციპალიტეტის მერიაც არა ერთხელ დაეხმარა.

მერის თქმითვე, გადადგმულია ნაბიჯები, რის შედეგადაც, შესაძლოა, ყოფილი “კოლმშენის” შენობა ლიანა გიორგაძის ოჯახს საკუთრებაში გადაეცეს:

“ამ ადამიანმა მრავალჯერ მოგვმართა. მაგალითად, ბოლო 2 წლის განმავლობაში რამდენი განცხადებაც შემოიტანა, იმდენჯერ დავეხმარეთ.

2019 წლის დეკემბერში მოგვმართა, სათბობი შეშა არ მაქვსო და 2020 წლის იანვარში მიიღო ფულადი დახმარება. გარდა ამისა, ქალბატონი ლიანა გიორგაძე დღემდე უკანონოდ იკავებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ყოფილი “კოლმშენის” შენობას. ამ კუთხითაც ჩვენი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები იქნა გადადგმული და შედეგებიც გვაქვს _ მაგალითად, მუნიციპალიტეტს, ასევე, მუნიციპალიტეტის მერს, არ აქვს უფლებამოსილება, რომ მოქალაქეს საკუთრებაში გადასცეს რაიმე სახის შენობა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაშია. ახლა ის შენობა გადმოვიდა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მაგრამ კანონის მოთხოვნა იგივე რჩება. ერთი კვირის წინ მივმართეთ სამხარეო ადმინისტრაციას შუამდგომლობით, რომ იქნებ სახელმწიფომ გადასცეს უკანონოდ დაკავებული ფართი ამ ოჯახს. ეს საკითხი დაძრულია და ვნახავთ, რა შედეგები იქნება. მუნიციპალიტეტმა ყველა შესაძლო ბერკეტი გამოიყენა”, _ ამბობს ირაკლი კუჭავა.

რაც შეეხება სანიაღვრე არხებით გამოწვეული დატბორვის პრობლემას, მერის თქმით, სანიაღვრე არხები “გზამშენი 18”-ის დაქვემდებარებაშია.

სიტუაციას სახანძრო-სამაშველო სამსახურის მშენებლობაც ართულებს, მერიას კი არხის გასაყვანად ტექნიკა არ აქვს, ამიტომ ეს საკითხი მერიასა და “გზამშენ 18”-ს შორის ისევ დადგება:

“რაც შეეხება დატბორვის ადგილს, რელიეფი ცენტრალური გზიდან დაბლაა ჩაწეული. თვითონ ვიმყოფებოდი ადგილზე, წარმომადგენლებიც მყავდა გაგზავნილი.

ძლიერი წვიმის დროს, ზოგჯერ სახლის მიმდებარე ტერიტორია იტბორება. ავუხსენი, რომ ცენტრალური გზის გასწვრივ სანიაღვრე არხები არის იმ კომპანიის დაქვემდებარებაში, რომელსაც სახელმწიფო ტენდერი აქვს მოგებული და ეს არის ოზურგეთში არსებული კომპანია “გზამშენი 18”.

ამის გარდა, პრობლემა გაამძაფრა იმანაც, რომ გიორგაძის სახლთან მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს მშენებლობა _ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვეთით სახანძრო-სამაშველო სამსახურის ახალი შენობა შენდება. შესაბამისად, ამანაც შექმნა გარკვეული პრობლემა. ეს საკითხი ისევ დადგება ჩვენი მხრიდან იმ კომპანიის წინაშე. მუნიციპალიტეტს არც საიმისო ტექნიკა გააჩნია, რომ იქ შეძლოს მთლიანად სანიაღვრე არხის გაყვანა. სხვა სახის ყოფით პრობლემებს კი როგორც მოგვიგვარებია არაერთხელ, მომავალშიც დავეხმარებით”, _ ამბობს კუჭავა.

“გურია ნიუსი” “გზამშენი 18”-ის დირექტორს, თემურ ჯახვასაც ესაუბრა, რომლის თქმითაც, გზა კომპანიის დაქვემდებარებაშია, მაგრამ არხების პრობლემა მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა მოაგვაროს.

მისივე თქმით, კოსტავას ქუჩაზე მშენებლებმა არხები გადაკეტეს:

“გზა ჩვენს დაქვემდებარებაშია. რომელ არხზე მესაუბრებით, ასე ვერ გეტყვით. კოსტავას ქუჩაზე ხდება ტერიტორიის განაშენიანება _ შენდება სახანძროს შენობა. მაგათაც გადაკეტეს არხები. მერიამ უნდა მოაგვაროს ეს საკითხი. თუ რამე მე მეხება, დავეხმარები”, _ ამბობს თემურ ჯახვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22 თებერვალი, 2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ქუთაისის ცენტრში, მუზეუმის მიმდებარედ, შენობის  ე.წ. კარნიზიდან ქვები ჩამოცვივდა

16:50; 21 თებერვალი, 2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

16:35; 21 თებერვალი, 2026

რისკის მქონე ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებისას მოქალაქეებისთვის 14 დღიანი კარატინი სავალდებულო ხდება

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ყველა სიახლე

საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო