ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახორცილებეული მობილობის შედეგად სამსახურის გარეშე, მხოლოდ, ერთი ადამიანი, თამარ კიღურაძე დარჩა. აღნიშნული ფაქტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, ბესიკ ქათამაძემ, დღეს გამართულ რიგგარშე სხდომაზე “ქართული ოცნების“ წევრებს და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, გიორგი ღურჯუმელიძეს შეახსენა. ქათამაძის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრები მეგობრებს ლობირებენ სამსახურთან დაკავშირებით და განცხადებებსაც აკეთებენ, თუმცა, მისივე თქმით, ჯერჯერობით, მმართველი გუნდიდან არავინ დაინტერესებულა, თუ რატომ დარჩა სამსახურის გარეშე თამარ კიღურაძე.
“ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა მობილობასთან დაკავშირებით განცხადება. გეთანხმებით, ეს უნდა იყოს გამჭვირვალე. თუკი “ქართულ ოცნებას“ და მათ შორის, საკრებულოს წევრ ქალბატონებს ჰქონდათ კითხვები ქალბატონ ნატალია ხომერიკთან დაკავშირებით, მე მაქვს ასეთი კითხვა _ რატომ გამოგრჩათ ერთი ფაქტი, ქალაქის საკრებულოში მომუშავე თამარ კიღურაძესთან დაკავშირებით. თქვენც გეხებათ, ბატონო გიორგი. ეს ქალბატონი საერთოდ არ მიიღეთ არსად, დატოვეთ ყველაფრის გარეშე. საინტერესოა, როცა ვსაუბრობთ რაღაც საკითხებზე, რატომ არ გახსენდებათ ეს ადამიანი? არც ჩემი გუნდის წევრია თამარ კიღურაძე, არც ჩემი პოლიტიკური თანამოაზრე და მათ შორის, არც ჩემი მეგობარი. იქიდან გამომდინარე, რომ საკრებულოში დაამატეთდა გაზარდეთ შტატები, ლეგიტიმურად თუ არალეგიტიმურად, ესეც საკითხავია, რატომ არ მოხდა ერთი ადამიანის დასაქმება? გვრჩება შეხედულება, რომ აქ მყოფებს არაფრად მიგაჩნიათ ეს საკითხი და არც ყურადღებას აქცევთ. საკრებულომ მიიღოს ამაზე გადაწყვეტილება. თქვენ, ვინც მხარს გიჭერდათ, იმას გაუკეთეთ სამსახურები. იცით ამ ადამიანის პოზიცია და დატოვეთ. რამდენიმე დღეში გამოჩნდება, ვინ დაინიშნება საკრებულოში და იქ გამოჩნდება ვინ ვის ლობირებს“, _განაცხადა ბესო ქათამაძემ.
აღნიშნულზე პასუხი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ღურჯუმელიძემ გასცა: _თქვენ მე მისვამთ ამ კითხვას? ეს განცხადებაა თუ კითხვა? განცხადება მიღებულია და გმადლობთ, ხოლო რაც შეეხება კითხვას, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ საკრებულოს აპარატს და გამოითხოვოთ საჯარო ინფორმაცია, რაზეც გექნებათ პასუხი.
არავინ დარჩება ყურადღების მიღმა. ის არ არის გათვასუფლებული სამსახურიდან, ეს არ არის კომპეტენტური განცხადება. _ თქვა ღურჯუმელიძემ.
ბესიკ ქათამაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ საკრებულოში მეგობრებს ლობირებენ, საკრებულოს წევრმა ხათუნა ცერცვაძემ უპასუხა, რომ ნატალია ხომერიკის საკითხი უფრო გლობალური იყო და აქ არავინ არავის არ ლობირებს:
_ მე მინდა გამოვეხმაურო ბესოს. აქ იყო გაჟღერებული, რომ ვინმე ვინმეს ლობირებს, არავინ არავის არ ლობირებს. თამარ კიღურაძის ამბავი ჩვენ მოვიკითხეთ და გვითხრეს, რომ მობილობაში არის ჩართული. რაც შეეხება ნატალია ხომერკს, მისი ამბავი უფრო გლობალურია , აქ სხვა დარღევებზე იყო საუბარი, ჯერ დანიშნეს და მერე გაათავისუფლეს და ის, რომ ნატალია ხომერიკი ვინმეს მეგობარია და მას ლობირებენ, ეს საკითხი იყოს დამთავრებული.