https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

  • ფეისბუქსტატუსები

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

    ,,ქოცებმა დამნიშნეს ციხის მაყურებლად“ – მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

    “ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

    რომის პაპი – ვენესუელელი ხალხის კეთილდღეობა ყველა სხვა მოსაზრებაზე მაღლა უნდა იდგეს

    ტრამპმა დაასახელა ქვეყანა, რომელსაც, ვენესუელის შემდეგ, “რაღაც უნდა მოუხერხონ”

    რუსეთი: “მადუროს დაპატიმრება „დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტის მიუღებელი დარღვევაა“

    მარკო რუბიო: “ჩვენ შევაჩერეთ საომარი მოქმედებები ვენესუელაში, რადგან მადურო დაპატიმრებულია”

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ვინმე თუ მეტყვის, ტელეფონი რატომ იყიდეო, მზად ვარ ტყვია ვესროლო!”

20:03; 6.03.2017
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური სასპორტო სკოლა ერთ წელიწადში სხვადასხვა სახის შესყიდვებზე, მინიმუმ, 20 000 ლარს ხარჯავს _ ამაში შედის ტრანსპორტის მომსახურება, საკვები სპორტსმენებისთვის, სხვადასხვა სახის საკანცელარიო და სამეურნეო ნივთები და სპორტული ინვენტარი.

თუმცა, შესყიდვების ჩამონათვალში შეიძლება შეგხვდეთ  ისეთი რამ, რაც მთავრობის მიერ დაანონსებულ და ფართოდ გაცხადებულ “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკას სცდება; მაგალითად, მობილური ტელეფონი, რომელიც სასპორტო სკოლის დირექტორმა თამაზ ძნელაძემ 2016 წლის 11 აგვისტოს 228 ლარად თავისთვის შეიძინა:

_ 40 წელია ამ სფეროში ვარ და იმდენი რამ კი მაქვს გაკეთებული, რომ ერთი ტელეფონი ვიყიდო. წლების განმავლობაში, ბავშვები რომ შეჯიბრებებზე მეტარებინა, ჩემი მეუღლის ოქროს ვალომბარდები. უხელფასოდაც მიმუშავია და ამ ყველაფერში ტელეფონი ნამდვილად მეკუთვნის. ვინმე თუ საყვედურს მეტყვის ტელეფონის შეძენის გამო, მზად ვარ ტყვია ვესროლო, _ გვითხრა თამაზ ძნელაძემ 28 თებერვალს ჩაწერილ ინტერვიუში, თუმცა, 2 მარტს, როცა კონკრეტული დეტალების დაზუსტებას ხელახლა ვცდილობდით, ტონი შეიცვალა და აღნიშნა, რომ “არ არის იმ ტიპის კაცი, რომელიც ვინმეს ჩხუბს დაუწყებს”.

ძნელაძე მის მიერ გახორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე სხვადასხვაგვარ პასუხს გვაძლევს _ მაგალითად, 28 თებერვალს ამბობდა, რომ რაგბის სტადიონზე 40 კუბური მეტრი ქვიშის შემომტანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნათესავის, ბექა შარაშიძის კანდიდატურა გამგეობაში ურჩიეს, თუმცა, არ ახსოვდა, ვინ ურჩია. მხოლოდ ის ახსოვდა, რომ ეს გამგებელი არ იყო. 2 მარტს კი გვიმტკიცებდა, რომ ხელშეკრულება ვინმე ჯაყელთან გააფორმა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ შარაშიძე შეასრულებდა.

არადა,  2016 წლის 8 ივლისს გაფორმებულ ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელს ძნელაძე აწერს,  გარკვევით წერია,  შპს “ჭაბელას” დირექტორს ბექა შარაშიძეს 1 200 ლარად რაგბის სტადიონზე 40 კუბური მეტრი სილა უნდა მიეტანა და გაესწორებინა.

_ აა, მასე წერია?! ნამდვილად არ მახსოვს დეტალები. ჩოხატაურში ყველა ყველას ახლობელია და როცა ვიკითხე, თუ ვის შეეძლო სილის მოტანა, გამგეობაში მითხრეს ასე, _ გვითხრა ძნელაძემ.

_ გამგეობაში ვინ გითხრათ, გამგებელმა?

_ არა, გამგებელთან როგორ შევიდოდი და როგორ ვეტყოდი ამას?! გამგეობაში კი არა, გამგეობის მიმდებარე ტეროტორიაზე მითხრეს.

_ ბატონო თამაზ, მომწოდებელს ქუჩა-ქუჩა ეძებდით?

_ საქმე იმაშია, რომ სულ არ მქონდა მაგ სილის შესაძენი თანხა და არც მინდოდა. 20 წელია რაგბს სილის გარეშე ვთამაშობდით, მაგრამ რაგბის კავშირიდან აგვიანცეს.

_ ვინ “აგიანცათ”?

_ მასე რა მახსოვს?! მუდმივად გვესწრებიან ფედერაციის წარმომადგენლები თამაშებზე და იმათ მოგვთხოვეს.

_ და მათ გითხრეს, რომ მომწოდებლად გამგებლის ნათესავი შეგერჩიათ?

_ არ. შარაშიძე იმიტომ შევარჩიეთ, რომ ჩოხატაურის სილა არ ივარგებდა და მან რიონის სილა მოიტანა.

_ რა იცით, რომ რიონის სილაა _ შეამოწმეთ?

_ არა, მაგრამ თუ საჭირო გახდება, შევამოწმებთ.

_ მიღება-ჩაბარების აქტში გიწერიათ, რომ შარაშიძემ სამუშაოები დროულად და ხარისხიანად შეასრულა.

_ კი ასეც იყო.

_ სილა გასული წლის ზაფხულში დაყარეს, თუმცა, მინდორზე ახლაც არ არის გასწორებული.

_ გასწორებული იყო, მაგრამ ცოტა ხნის წინ სტადიონზე ვერტმფრენი დაჯდა და იმან გააფუჭა.

_ რაგბის კარში ვერტმფრენს რა უნდოდა?

_ ხო, იქ არა. ცენტრში გააფუჭა. ახლა თუ ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ გასწორებულია, _  გვითხრა ძნელაძემ, რომელსაც მხარი სასპორტო სკოლის ერთ-ერთი თანამშრომელმა შოთა სირაძემაც აუბა:

_ 40 კი არა, 50 კუბური მეტრი სილა იყო.

_ ბატონო შოთა, ხელშეკრულებაში 40 კუბური მეტრი წერია. და როგორც გავარკვიეთ, სხვა მწარმოებლებს 1200 ლარად უფრო დიდი რაოდენობის სილის მოტანა შეეძლოთ.

_ ეს საჯავახოდან მოტანილი სილაა. თან მარტო მოტანა ხომ არ არის _ სილა გაასწორეს კიდეც.

_ და ეს გასწორებულია?!

_ აბა, რა! ვერტმფრენმა გააფუჭა. ცოტა გასასწორებელი კია. ეგ სილა ჯერ სტადიონის თავში დაიყარა, შემდეგ ტრაქტორებით შემოვიტანეთ და გრეიდერმა გაასწორა, _ გვითხრა სირაძემ.

თამაზ ძნელაძისგან იმის გარკვევაც შევძელით, რომ ქვიშის შესყიდვის დროს, სხვა შპს-ებთან, რომლებიც ანალოგიური საქმიანობითაა დაკავებული, ინფორმაცია არ გადაუმოწმებია და არც შარაშიძის მიერ შემოთავაზებული ფასები შეუდარებია.

ჩვენ კი გავარკვიეთ, რომ იგივე მომსახურება, რაც ბექა შარაშიძემ გასწია, შესაძლებელია 800-900 ლარად შესრულდეს. მით უმეტეს, თუკი  ე. წ. “რიონის სილა”  იქნება საჭირო, რადგან ქვიშის ეს სახეობა იმაზე უფრო იაფია (ერთი კუბური მეტრის ფასი 15-დან 18 ლარამდე მერყეობს), ვიდრე ე. წ. “გაბიონების სილა”, რომლის ფასი, საშუალოდ 24-26 ლარია.

თამაზ ძნელაძე ამბობს, რომ სტადიონის მოვლა-პატრონობა ყოველთვის არის ხარჯებთან დაკავშირებული და აქ კითხვები მხოლოდ იმიტომ გაჩნდა, რომ ხელშეკრულება გამგებლის ნათესავთან გააფორმა (არადა, ინტერვიუს ერთ ნაწილში ცდილობდა, დავერწმუნებინეთ, რომ ხელშეკრულება სულ სხვა პირთან გააფორმა და შარაშიძე მხოლოდ სტადიონზე ნახა. ავტ). თუმცა, შარაშიძესთან გაფორმებული ხელშეკრულება ერთადერთი არაა, რომელიც კითხვებს ბადებს. მაგალითად, 2016 წლის 3 მაისს შალვა რამიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, რაგბის 8 000 კვ.მ. სტადიონის მოცელვა 200 ლარი დაჯდა, თუმცა, იგივე სტადიონის მოცელვისთვის, იგივე პირს 2016 წლის 21 სექტემბერს 250 ლარი გადაუხადეს.

თამაზ ძნელაძე, ფასის ზრდას ბალახის ზრდას უკავშირებს და ამბობს, რომ სექტემბერში სტადიონზე იმაზე მეტი ბალახი იყო, ვიდრე მაისში.

 ძნელაძე, სხვა ა(ა)იპების მსგავსად, სამეურნეო საქონელს ი/მ ზურაბ მდინარაძესთან ყიდულობს, რომელიც ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბ “ბახმაროს” ბუღალტერია.

ძნელაძე ამბობს, რომ რეალურად, მაღაზია ტარიელ ბერაძეს ეკუთვნის, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტია.

_ ბატონო თამაზ, გამგეობის თანამშრომლის მაღაზიის გარდა, ჩოხატაურში სხვა მაღაზია არ არის?

_ ის მაღაზია ჩვენთან ტერიტორიულად ახლოსაა. ხანდახან, “სკოჩი” რომ მჭირდება, ცენტრში ხომ არ ავალ?

_ ამ მაღაზიაში მხოლოდ “სკოჩს” არ ყიდულობთ…

_ ხო, რაც გვჭირდება, ვეუბნებით და მოაქვს. თუმცა, ყოფილა შემთხვევა, როცა ჩვენთვის საჭირო ნივთი არ ჰქონიათ და სხვაგან გვიყიდია…

_ ამ მაღაზიაში რომ ფასები უფრო მაღალია, ეს არ იცით? მაგალითად “სკოჩი”, რომელშიც თქვენ 1.5 თეთრს იხდით, სხვაგან 1 ან 1.2 თეთრი ღირს; ხელთათმანში როცა 2 ლარს იხდით, სხვაგან 50 თეთრით იაფია…

_ მასე არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ეგ თეთრებია…

_ ეს თეთრები საბიუჯეტო სახსრებია და ჯამში, ათას ლარებზე ადის. მით უმეტეს, რომ ზურაბ მდინარაძემ, 2013 წელს, როცა კლუბის ხარჯები და შესყიდვები რეალობას ცდებოდა, ჩვენთან ინტერვიუში თქვა, რომ ამას ხელმძღვანელობის დავალებით აკეთებდა. უფრო მეტიც, განმარტა სქემა, რომლის თანახმადაც, თანხას ურიცხავდა კონკრეტულ ინდმეწარმეს, შემდეგ ფულად ართმევდა და ფეხბურთელებს აძლევდა. სხვა თემაა, აძლევდა თუ არა, მაგრამ ეს რომ დანაშაულია, ფაქტია. ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ სწორედ ამ ადამიანთან აფორმებთ ხელშეკრულებებს, ბუნებრივია, რომ ეჭვებიც ჩნდება…

_ სხვა რას აკეთებდა, მე არ ვიცი, მაგრამ მე არ ვარ ის კაცი, რომ მაღაზიაში მივიდე და 5 ან 10 ლარის რამე წამოვიღო. არ მიჭირს ისე, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ვიყო…

_ თუმცა, ბიუჯეტის ხარჯით ტელეფონი შეიძინეთ.

_ ხო, რა ვქნა. თუ საჭირო გახდება, დავაბრუნებ უკან, _ ამბობს ძნელაძე.

აღსანიშნავია კიდევ ერთი ფაქტი: _ 2016 წლის 25 ივლისს, მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელთან _ ქრისთინ მერი ფოლიუქთან გაფორმდა 4 970-ლარიანი ხელშეკრულება _ 

“მშვიდობის კორპუსის მიერ გამოცხადებულ მცირე გრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის _ “ჯანსაღი ცხოვრების წესის  დამკვიდრება ჩოხატაურში”, თანადაფინანსება”, _ წერია ხელშეკრულებაში. შესაბამის ხარჯთაღრიცხვაში და მიღება-ჩაბარების დოკუმენტში წერია, რომ ამისთვის სასპორტო დარბაზის შესასვლელში ოთახი უნდა მოწყობილიყო. ოთახი მოწყობილია, თუმცა, უკვე დაზიანებულია.  გაფუჭებულ საღებავს ძნელაძე ნესტს აბრალებს. კედლებზე არსებულ ფეხის ანაბეჭდებს კი ბავშვებს, რომლებიც, მისივე თქმით, ამ ოთახში დროებით, ჩოგბურთის სათამაშოდ შემოუშვა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გრანდიოზულად აღნიშნული იუბილე

რა ხდება "გურიას" ვალებთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

ზაფრანი

საშობაო სიურპრიზი   

11:45; 7.01.2026
ზაფრანი

საშობაო საჩუქარი   

11:43; 7.01.2026
ზაფრანი

ქართული საშობაო სუფრა

11:42; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ტრადიციები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში

11:39; 7.01.2026
საზოგადოება

შობის ზეიმი საქართველოში

11:37; 7.01.2026
მსოფლიო

ვენესუელაში ერთკვირიანი გლოვა გამოცხადდა

11:30; 7.01.2026
სამართალი

მამა-შვილს მანქანით გადაუარეს – სისხლიანი გარჩევა მკვლელობით დასრულდა, არიან დაჭრილებიც

11:24; 7.01.2026
სამართალი

ბათუმში ძებნილი პირი დააკავეს

11:21; 7.01.2026
საზოგადოება

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე

11:19; 7.01.2026
საზოგადოება

მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშნავს

11:16; 7.01.2026
სამართალი

პროკურატურამ ყაჩაღობის და სიცოცხლის მოსპობის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

18:29; 6.01.2026
საზოგადოება

შეიცვალა თუ არა დოლარის და ევროს ღირებულება – ვალუტის კურსი

18:14; 6.01.2026
მსოფლიო

“ევროპა უნდა გაერთიანდეს ან დასრულდება”- დონალდ ტუსკი

17:39; 6.01.2026
საზოგადოება

საქართველოში სიგარეტი გაძვირდა

17:25; 6.01.2026
საზოგადოება

სად შეიზღუდება მოძრაობა „ალილოს“  მსვლელობის დროს

14:28; 6.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025
0

უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

12:19; 28.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო