საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ კრიტიკისთვის სანქციები არ უნდა დაწესდეს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ, G-news TV-ის გადაცემა „კვირის თემაში“, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივის შეფასების დროს განაცხადა:
_ არ მგონია, რომ კრიტიკისთვის უნდა იყოს რაიმე სანქცია დაწესებული. რაც შეეხება შეურაცყოფას, ამ შემთხვევაში შეიძლება რეგულაციებზე ფიქრი.
ნეგატიური გამოცდილება გვაქვს ამ კუთხით _ მოსამართლე არ უნდა იყოს შეურაცხყოფილი. ეს პირველ რიგში ემსახურება სასამართლოს და მოსამართლეების დამოუკიდებლობის დაცვას.
შესაბამისად, ვიფიქრობთ, რომ შეურაცხყოფა რაღაც კუთხით იყოს რეგულირების საგანი და ამ მიმართულებით პარლამენტი რა თქმა უნდა იმუშავებს.
იქ კი, სადაც საუბარია კრიტიკაზე, არ ვფიქრობ, რომ სანქციები უნდა დაწესდეს, _ განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
იხილეთ გადაცემა: “ეს კოალიცია “ქართული ოცნების” სულელური გადაწყვეტილება იყო” _ ირაკლი კობახიძე