სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, იმ ადამიანებს, რომლებიც მის თხოვნას ფართის დათმობის ტაობაზე გამოეხმაურნენ მადლობას უხდის:
“პირველ რიგში დიდი მადლობა ყველას ვინც გამოგვეხმაურა და შემოგვთავაზა სამუშო სივცრის გამოყოფა! დიდი მადლობა მედიას, ყველა ჟურნალისტს, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა!თქვენი მხარდაჭერა მეიმედება და მახარებს.
ამ ეტაპზე შესაბამისი უწყებებისგან მივიღეთ დაპირება, რომ სახალხო დამცველის აპარატს გამოეყოფა დამატებითი ფინანსები დროებითი ფართის საქირავებლად, რაც საშუალებას მოგვცემს აპარატი სრული შემადგენლობით გადავიდეთ ერთიან შენობაში.
პარალელურ რეჟიმში განიხილება ერთ-ერთი შენობის რეაბილიტაცია, სადაც საექსპერტო დასკვნის შემდეგ დაიწყება სარემონტო სამუშაოები და იმედს გამოვთქვამ, რომ გონივრულ ვადაში დადებითად გადაწყდება და დასრულდება აღნიშნული პროცესი.
მინდა პერსონალური მადლობა გადავუხადო ყველა იმ პირს ვინც მყისიერად გამოგვეხმაურა და დახმარება შემოგვთავაზა; მადლობა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC), გურია ნიუსს, ბიოლის ფონდს, თანასწორობის მოძრაობას, sakdoc film-ს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, ევრო რეგიონალურ უნივერსიტეტს, საქართველოს უნივერსიტეტს, ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს, ილიას უნივერსიტეტს, დემირელის კოლეჯს და პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს. ბოდიშს გიხდით თუ ვინმე გამომრჩა, ბევრნი ხართ და საუკეთესოები, _ წერს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ დღეს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და საჯარო და კერძო ორგანიზაციებს მისი თანამშრომლებისთვის სამუშაო სივრცის გამოყოფა სთხოვა:
“მეგობრებო, გუშინდელი მიწისძვრის შემდგომ, ჩვენ ოფისში ბზარები კიდევ უფრო გაიზარდა.
გამომდინარე იქიდან, რომ თანამშრომელთა ნაწილს მიწის ქვედა სართულებზე უწევს მუშაობა, რაც ნგრევის
შემთხვევაში ევაკუაციის სირთულეს ქმნის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ სართულებზე განთავსებული
სამსახურები, რომლებიც მომეტებული საფრთხის ქვეშ არიან, გადავიყვანოთ სხვა შენობებში.
მინდა მივმართო ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაციას, თუკი გაქვთ კეთილი ნება და სამუშაო სივრცე, რომ
სახალხო დამცველის თანამშრომლები დაუყოვნებლოვ და დროებით მოთავსდნენ და ჰქონდეთ ნორმალური
სამუშაო გარემო, გამოგვეხმაურეთ. რაოდენობებს მოგაწვდით“, _ წერდა ლომჯარია სოციალურ ქსელში.
ია მამალაძე სახალხო დამცველის თხოვნას, მისი თანამშრომლებისთვის ოფისის დათმობის თაობაზე გამოეხმაურა მედიასახლ „გურია ნიუსის“ დამფუძნებელი, რომელმაც მზადყოფნა გამოთქვა თბილისში, ვაჟა-ფშაველას 78 ა ნომერში, მეტროსადგურ “ვაჟა-ფშაველას“ მიმდებარედ, „გურია ნიუსის“ ოფისში მათთვის ფართი დაეთმო.
ამავე თემაზე: “გურია ნიუსის” დამფუძნებელი სახალხო დამცველის თხოვნას პასუხობს _ “შეგვიძლია დავუთმოთ ოთახი”