ა(ა)ი.პ.“ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის” დირექტორის, მაია ქუტიძის ინფორმაციით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა 2019 წელს იმ პირებს გაუკეთდა, რომელიც სპეციალურ სიაში იყვნენ.
“ესენი არიან შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები ,დიალიზზე მყოფი პირები, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლები, მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლები, C ჰეპატიტის მქონე პირებში,ორსულები, აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირებi, ჯანმრთელობის დაცვის პერსონალი, ვეტერინარიასა და გარემოს დაცვის სფეროში მომუშავე პერსონალი, სხვა პროფესიული საქმიანობის ჯგუფში საგანმანათლებლო, სააღმზრდელო, საგანმანათლებლო – სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგები,“_ გვითხრა მაია ქუტიძემ.
2019 წლის ოქტომრიდან დღემდე სეზონური გრიპის საწინააღმდეგო 1390 დოზა ვაქცინა იყო შემოსული.
“წელს 100 დოზა ვაქცინის შემოტანა მოხდა, რომელიც “მედალფას ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში“ და ასევე სოფლის რამდენიმე ამბულატორიაში შეიტანეს. ამ ეტაპზე ვაქცინის გაკეთებას უფრო მეტად ითხოვენ ორსულები და შაქრიანი დიაბეტიანები,“ _ აღნიშნა მაია ქუტიძემ ჩვენთან საუბრის დროს.
ა(ა)ი.პ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი ნატო ჯიბუტის თქმით, ვაქცინები უკვე შემოტანილი იქნა 2019 წლის ნოემბრის დასასწყისში და გაუკეთდა იმ კატეგორიას, რომლისთვისაც იყო განკუთვნილი.
“ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს სოციალურად დაუცველ ოჯახებზე და ორსულებზე ტამიფლუ. მათი მოთხოვნის საფუძველზე მოხდება წამლის გაკეთება. ეს არის იმ ადამიანებისთვის, რომელიც მკურნალობს ამბულატორიულ პირობებში და ვინც მკურნალობს კლინიკებში, ისინი არიან პასუხისმგებლები მკურნალობაზე,“_ გვითხრა ნატო ჯიბუტმა.
ა(ა)ი.პ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი ლადო ჩხაიძე ამბობს, რომ იმ ადამიანებს, ვინც არ არიან სპეციალურ სიებში შეუძლიათ ვაქცინა აფთიაქში შეიძინონ.
“სოციალურად დაუცველებისთვის და ორსულებისთვის იყო გამოყოფილი უფასო ტამიფლუ. ტრადიციულად, ეს ვაქცინები გამოვიყენეთ და 2019 წელს მოხდა აცრები. ასევე აიცრა სამედიცინო პერსონალი, რადგან მათ ყოველდღიურად უწევს პაციენტებთან შეხება,“_ თქვა ლადო ჩხაიძემ.
“მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში “გურია ნიუსს“ განუცხადეს, რომ წინა წელთან შედარებით გრიპის ნაკლები შემთხვევაა.