შინაგან საქმეთა სამინისტრო ბორჯომში სპეცრაზმის შეყვანასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს:
“შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, ბორჯომის საკრებულოს შენობაში ამ დრომდე რჩებიან, ხოლო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საზოგადოებრივი წესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით ქალაქ ბორჯომში იმყოფებიან“, _უთხრეს “გურია ნიუსს” უწყებაში.
კითხვაზე _ რატომ არ უშვებენ საკრებულოში დეპუტატებს, შსს-ში გვპასუხობენ: “სამართალდამცველები ბორჯომის საკრებულოს შენობაში დაპირისპირების თავიდან აცილების და მათივე უსაფრთხოების დაცვის მიზნით იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტრო, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური მხარე, წესრიგის დაცვას უზრუნველყოფს და კანონის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამის რეაგირებას მოახდენს“.