თურქეთის ხელისუფლებამ ჟურნალისტ ხაშოგის გაუჩინარებაში ეჭვმიტანილი პირები გამოავლინა, რომელთაგან ერთ-ერთს კავშირი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრესთან, მუჰამედ ბინ სალმანთან აქვს. აღნიშნულ ინფორმაციას THE NEW YORK TIMES ავრცელებს.
მაუწყებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სულ 15 ეჭვმიტანილია გამოვლენილი, რომელთაგან 9 საუდის არაბეთის უსაფრთხოების სამსახურში მუშაობდა.
მაუწყებლის ცნობით, იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული პირები შემთხვევის დროს საკონსულოში მართლა იმყოფებოდნენ, შესაძლოა მომხდარსა და პრინც მუჰამედს შორის კავშირი არსებობდეს და დადასტურების შემთხვევაში, საუდის არაბეთს ვაშინგტონისთვის მომხდარზე ახსნა-განმარტების მიცემა გაუჭირდება.
შეგახსენებთ, მაუწყებლის ინფორმაციით, ჯამალ ხაშოგი, THE WASHINGTONPOST-ის მიმომხილველი და საუდის არაბეთის საშინაო პოლიტიკის კრიტიკოსი ჟურნალისტი, 2 ოქტომბერს სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა, საიდანაც მისი კვალი დაიკარგა.
ვრცელდება ინფორმაციაც, რომ შესაძლოა საკონსულოში ჟურნალისტი მოკლეს და საუდის არაბეთმა მომხდარი აღიაროს.