21 წლის ჩოხატაურელი გოგონა, რომელსაც კორონავირუსი პირველადი ტესტირებით დაუდასტურდა, სოფელ ქვენობნიდან ცხელებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გუშინ შეიყვანეს ჩოხატაურის “მედალფას” კლინიკაში.
“გოგონას 31 აგვისტოს, იმ დღეს, როცა უსადილია დონაში. პირველ სექტემბერს უკვე ტემპერატურა ჰქონდა. მან დარეკა 112-ში და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, სათანადოდ აღჭურვილმა კლინიკაში შემოიყვანა. კლინიკაც უკვე მზად იყო პაციენტის მისაღებად _ ერთ მხარეს დაიკეტა შემოსასვლელი, დაიცალა პირველი სართული და პაციენტი მოთავსდა აბსოლუტურად იზოლირებულად. მასთან შემხებლობაში მყოფი სამედიცინო პერსონალი აღჭურვილი იყო შესაბამისი ტანსაცმლითა და ინვენტარით. სამედიცინო პერსონალს მიუხედავად იმისა, რომ სისტემატურად გვიტარდება კვლევები კოვიდზე, განმეორებით კვლევა ამ შემთხვევასთან დაკავშირებითაც ჩაგვიტარდება და ჯანდაცვის ცენტრიდან ველოდებით რეკომენდაციებს.
რაც შეეხება შემხებლობას _ გოგონა სახლში ძმასთან ერთად იმყოფებოდა. რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა სამეზობლო კონტაქტები, რომელსაც ახლა იკვლევენ”, _ ამბობენ მედალფას ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრში.