დღეიდან საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
გურიაში განსაკუთრებული შეზღუდვები დაწესებული არ ყოფილა, თუმცა, იმის გასარკვევად რა შეზღუდვები იხსნება გურიაში- გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას გავესაუბრეთ.
„ძირითადი შეზღუდვა რაც გურიაში მოქმედებდა ეხებოდა სკოლებს. სწავლა იყო დისტანციურად. პირველი თებერვლიდან გათვალისწინებულია სკოლების გახსნა და დღეიდან ყველა სკოლა გაიხსნება თუ რამე განსაკუთრებული წერტილოვანი ვითარება არ არსებობს და საკლასო ოთახებში გაგრძელდება სწავლა.
მოხსნილია გადაადგილება ტრანსპორტით გადაადგილებაზეც. შიდა ტრანსპორტი გვაქვს მხოლოდ ოზურგეთში და აღდგება გადაადგილება. შიდა ტრანსპორტი არ აქვს ლანჩხუთს და ჩოხატაურს, შესაბამისად დამოკიდებულია საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე, რომელიც ჯერჯერობით ისევ შეზღუდულია“,_ გვიპასუხა ნასარაიამ.
რაც შეეხება ღია და დახურულ ბაზრობებს, გაიხსნება 15 თებერვლიდან.
ძალაში რჩება კომენდანტის საათი – 21:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქალაქეებს გარეთ გასვლა ეკრძალებათ.