საკრებულოს სხდომის დასრულებისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესასვლელში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძემ გამოიძახა საპატრულო პოლიცია და მისცა ჩვენება მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ.
“ვითხოვ ბოდიშის მოხდას, რადგან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენოიბაში შემიზღუდეს გამოხატვის თავისუფლება და არ მომცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება. მინდოდა, დამეფიქსირებინა პოზიცია საკრებულოს მიმართ, რადგან მათ მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტის გაერთიანებას”, _ თქვა კოკა კიღურაძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირეს მუნიციპალიტეტების გაერთიანებას, რის შემდეგაც კოკა კიღურაძე გამგეობის შენობაში სამგლოვიარო თაიგულით მივიდა. დაცვამ კი ის შენობაში არ შეუშვა, რის შემდეგაც მათ შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.