ვიცე-პრემიერის პოსტს კახა კალაძის ნაცვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს.
ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.
როგორც ცნობილია, კახა კალაძე “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს.
ცნობისთვის, პირველი ვიცე-პრემიერის პოსტს ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი იკავებს, ვიცე პრემიერები არიან ასევე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ახლა უკვე საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე.