გამოქვეყნდა „რაგბი ევროპა“ 2020 წლის კალენდარი.
საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველ თამაშს, სახლში რუმინეთის წინააღმდეგ პირველ თებერვალს გამართავს.
9 თებერვალს რთული გასვლა გვიწევს ამბიციურ და უხერხულ მეტოქესთან- ესპანეთთან.
22 თებერვალს ბელგიას ვუმასპინძლებთ, ორი კვირის თავზე კი ისევ პირინეის ნახევარკუნძულზე გვექნება გასვლა პორტუგალიასთან. ბოლო, მეხუთე თამაში რუსეთის ნაკრებთან 14 მარტს გვექნება, სავარაუდოდ დინამო არენაზე.