პრორუსული ძალების მიერ სტანიცა ლუგანსკიში საბავშვო ბაღის დაბომბვა დიდი პროვოკაციაა , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი „ტვიტერში“ წერს.
„მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატები და ეუთო დარჩნენ უკრაინაში, მათი მონიტორინგის საქმიანობა დამატებითი შემაკავებელი ფაქტორია. ჩვენ გვჭირდება ეფექტური მექანიზმი ცეცხლის შეწყვეტის ყველა დარღვევის დასაფიქსირებლად“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ლუგანსკის ოლქში, სტანიცა ლუგანსკის დასახლებაში საარტილერიო ცეცხლი გახსნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭურვები საბავშვო ბაღსაც მოხვდა.