ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაღუპული 2 ადამიანის ცხედარი „ზღვის ხელშია“ და შესაძლოა, ვერასდროს იპოვონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian ადგილობრივი პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში ვულკანი თეთრი კუნძული იმ დროს ამოიფრქვა, როცა მას ტურისტები ათვალიერებდნენ.
კრატერში მყოფი 47 ტურისტიდან 16 დაიღუპა, 2-ს კი ამ დრომდე ვერ პოულობენ.
ამ ორიდან ერთი ადგილობრივი გიდია, მეორე კი ავსტრალიელი ტურისტი.