თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ჩოხატაურელი გოჩა ცინცაძის სიცოცხლე შეეწირა. უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოჩა ე.წ. ზებრაზე გადადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლმა შეჯახების მომენტი ვერ შენიშნა.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გოჩა ცინცაძე 48 წლის იყო. ის უკვე ჩამოასვენეს მშობლიურ რაიონში. მას ხვალ დაკრძალავენ. ცინცაძეს 2 შვილი დარჩა.
“გურია ნიუსი” მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს.


































































