ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ფატალური შეცდომაა იმის ფიქრი, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში ვირუსი შეიძლება არ გავრცელდეს.
„არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა დაიმშვიდოს თავი იმით, რომ შეძლებს კორონავირუსის გავრცელების აცილებას. იმის შესახებ ვარაუდი, რომ კორონავირუსის ინფექცია ამა თუ იმ ქვეყანაში არ იქნება, პირდაპირი მნიშვნელობით ფატალური შეცდომაა. მდიდარი ქვეყნებიც კი, რომლებიც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ ყველაფერს აკეთებენ, უნდა მოემზადონ მოულოდნელობისთვის”_ განაცხადა WHO-ს ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.