https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

    ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

    ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

    ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

    ღაზაში აფეთქებებს 32 ადამიანი ემსხვერპლა

    ტემპერატურა -30 გრადუსამდე დაეცემა – ძლიერი ყინვა პოლონეთსა და ცენტრალურ ევროპაში

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და “გატყავებულ” გარემოს ვმოსავ”

6:12; 10.12.2018
კარმიდამო ჩემი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“კარმიდამო ჩემის” უამრავ რესპონდენტს შორის, ვისაც განსაკუთრებით ხელეწიფება საკუთარი კარმიდამოს ნაირფერი ყვავილებითა და ნაირგვარი დეკორატიული მცენარეებით ორიგინალურად მორთვა და განაშენიანება, მარინა ჩხაიძე მაინც გამორჩეულია, საკუთარი ხელწერითა და გემოვნებით. უმთავრესი იდეა მისი ჩანაფიქრისა მუდამ იყო ის, რომ ზამთარ-ზაფხულ მწვანე და აყვავებული გარემო ჰქონოდა, რაც ეზოში გამოსვლის უმალ განსაკუთრებულ გაწყობას შეუქმნიდა. ამ ჩანაფიქრის გასახორციელებლად კი უმეტესად აქცენტს მარადმწვანე მცენარეებზე აკეთებდა.

მარინა ჩხაიძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის მკვიდრია. აქვე, სოფლის საჯარო სკოლაში, რუსულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის და პროფესიულ საქმიანობასა და საოჯახო საქმეების შუალედში განსაკუთრებული ზრუნვის საგანს მარადმწვანე კარმიდამო წარმოადგენს, მისივე ორიგინალური პროექტირებით.

_ ბათუმში დავიბადე და გავიზარდე. იმ დროს ინსტიტუტის დამთავრებისთანავე, განაწილებით გვაგზავნიდნენ ქვეყნის სხვადასხვა რაიონში. ასე მოვხვდი ოზურგეთში, ბახვის საჯარო სკოლაში. მალე აქვე დავქორწინდი და დავრჩი სოფლის იდილიაში. ბათუმში გაზრდილს სულ მახლდა ზღვის და მარადმწვანე გარემოს ნოსტალგია. განსაკუთრებით, ზამთარში, როცა გარეთ გამოვიდოდი და გაშიშვლებულ გარემოს ვხედავდი. ზღვას ვერ გადმოვიტანდი აქ, თუმცა მარადმწვანე გარემოს შექმნა და შადრევნებით კარმიდამოს მორთვა რომ შესაძლებელი იყო, საკუთარი თავის დარწმუნებაც შევძელი და სხვებისაც, ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და “გატყავებულ” გარემოს ვმოსავ, _ გვეუბნება ქალბატონი მარინა და მისივე ნათქვამის დასტური მწვანეში ჩაფლული, მისივე ხელით და გემოვნებით ნასაზრდოები კარმიდამოა.

მართალია, პატარ-პატარა კუთხეების დაგეგმვას თავად ახდენდა და ახდენს, თუ რომელ კუთხეს როგორი კომპოზიცია მიუსადაგოს, არა ერთგან აქვს საკუთარი გემოვნებით მოწყობილი ქოლგებით მორთულ-მოწყობილი ფანჩატური, თუმცა, ჩანაფიქრის გახორციელებაში, როგორც თავად გვეუბნება, მუდამ ქმარ-შვილი ეხმარება.

მარადმწვანე თუ ფოთოლმცვენი მცენარეები აქ უხვად არის, თუმცა, უპირველესი მიზანი, რომ ზამთარში ეზო “გატყავებული” არ უნდა ჩანდეს, შესრულებულია.

ეზოში შესასვლელ მთავარ ბილიკს, ორივე მხარეს ტუიები, კიპარისები და ღვიები ამშვენებს. დეკორატიული მარადმწვანეები ბუჩქებადაც ბლომად “სხედან” მაღლების ფერხთით. კუთხეებში იერუსალიმის ბზა და ჭრელა-ჭრულა დრაცენები მოკალათებულან. დეკორატიული აზალიებიც საკმაოდ კეკლუცობენ.

_ მაგნოლიას სიყვარული ბათუმიდან გამომყვა და არა ერთხელ ამატირა მისმა მონატრებამ. ამიტომ, პირველ რიგში დავრგე და უმალ გახარებითაც გამახარა. ფინიკის პალმაც ზღვისპირეთის მონატრების სევდას ასახავს. ამიტომ დგას არა ერთ ადგილას, _ გვიხსნის ქალბატონი მარინა და ოლეანდრებს ეფერება.

ვარდების ნაირსახეობებს ყვავილობა, ძირითადად, დამთავრებული აქვთ. ჭრელფოთოლა მარადმწვანეებიც ბლომად დგას, კავკასიური ჭანჭყატის თაოსნობით. ჭიშკართან მდგარ უზარმაზარ ცაცხვს, რომელიც კარმიდამოს თავდაპირველი და ერთადერთი “მაყურებელი” იყო, ძველი პოზიცია უჭირავს და შემოდგომის მიწურულს ხმელ ფოთლებს ისე პერმანენტულად აყრის მწვანე სამყაროს, თითქოს მათ უპირატესობას იგერიებს, უფოთლოდაც მშვენიერი და გამძლე ვარ, ზამთარს, თქვენგან განსხვავებით, შეუფუთავადაც გადავიტანო.

_ მზიან ამინდში, ჩემ ეზოში, ზამთარშიც გაზაფხულია. ამის მიღწევა მსურდა და მივაღწიე, ახლა კი შინ შემობრძანდით, ოთახის ყვავილების გარემოცვაშიც მნახეთ, _ გვთავაზობს ქალბატონი და სახლის ინტერიერში განთავსებულ უზარმაზარ “ზამთრის ბაღში” შევყავართ.

აქ მართლაც ჯადოსნური სამყაროა. გვიმრების ნაირსახეობათა საპატიო ყარაული მოლოდინს აჭარბებს. ნაირგვარი ჯუჯა პალმები, ფიკუსების უამრავი სახეობა, ბარაქის ხე თუ “შავი პრინცი” უდარდელად იცქირება. მაღალი გემოვნების კვალი ყველა კუნჭულში იგრძნობა. პაწაწინა, დეკორატიული მანდარინი, რომელიც სიმაღლეში ოცი სანტიმეტრი თუ იქნება, უკვე მსხმოიარეა და შეთვალული ნაყოფიც გულსაკიდივით აზის.

კითხვაზე, უჭირს თუ არა სოფლის ოჯახში ამ გარემოს მოვლა და ასეთ დონეზე წარმოჩენა, ჩვენი მასპინძელი ამბობს, რომ პირიქით, ეს აცოცხლებს. თავად არის მებაღეც, დეკორატორიც და საკუთარი მარადმწვანე სამყაროს იდუმალი ენის მცოდნეც.

_ მე ამ სოფელში მყავს ახლო მეზობლები და მეგობრები, რომელთაც არანაკლებ მოქარგული კარმიდამო აქვთ. უბრალოდ, მინდა, რომ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა, უფრო ქალბატონებმა მოაწყონ და გაამშვენიერონ საკუთარი კარმიდამო, რომელსაც მუდამ შეუძლია ადამიანის გუნება-განწყობაზე ყველანაირ წამალზე უკეთ იმოქმედოს. მთავარი კი მაინც ის არის, ზამთრის სევდიან, ცივ და შიშველ გარემოში პატარა ოაზისი გქონდეს. მრავალი წელია, სკოლაში ვმუშაობ და მაქვს განცდა, რომ ბავშვებთან და ამ გარემოსთან ყოფნა რაღაცით ჰგავს ერთმანეთს. მაქვს განცდა, რომ სიცოცხლესთან და ახალგაზრდობასთან უსასრულოდ ყოფნის რეჟიმში ვარ, _ კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქალბატონი მარინა საკუთარი სულიერი სამყაროს მარადიული სიმწვანისკენ მიზიდულობის თვისებას.

მარინა ჩხაიძეს საკმაო საოჯახო მეურნეობაც გააჩნია _ ოჯახს აქვს თხილის პლანტაციები, ჰყავთ ქათმები, ბაღთან ერთად ბოსტანსაც უვლიან და როგორც თავად ამბობს, ზამთარში მწვანილისთვის ბაზარში არ წავლენ.

_ მარადმწვანე ბაღჩა-ბოსტანიც არანაკლებ მიყვარს, ზამთარში “გატყაულ” გარემოს თუ ვერ ვეგუები, ასევე, ბაზარში მწვანილისთვის წასვლის წინააღმდეგიც ვარ, _ ღიმილიანი ჟესტით გვემშვიდობება ქალბატონი მარინა.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

ჩვენი რჩევები

რატომ არ შეიძლება უმი ქათმის გარეცხვა მომზადებამდე

09:41; 5 სექტემბერი, 2025
ჩვენი რჩევები

როგორ მოვიშოროთ ბუზები და კოღოები ქიმიური პრეპარატების გარეშე

12:26; 5 ივლისი, 2025
ჩვენი რჩევები

რა არ უნდა მიირთვათ მშიერ კუჭზე

09:59; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

კვერცხი წონის დაკლებას უწყობს ხელს

09:58; 6 მარტი, 2025
ჩვენი რჩევები

წიწიბურას დიეტა

09:55; 6 მარტი, 2025

აფეთქების შედეგად ქუთაისში მამაკაცი დაშავდა

ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა_რა ხდება აშშ-ში

ყველა სიახლე

პოლიტიკა

ტელეკომპანია “იმედი” და “რუსთავი 2” პოლიტიკურ დებატებს იწყებენ

23:13; 1.02.2026
სამართალი

რა სასჯელი შეუფარდა მოსამართლემ პოლიციელის ცემის გამო დაკავებულ ორ პირს

23:05; 1.02.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: “სიამოვნებით დავჯდებოდი დებატებში იმ ადამიანებთან, რომლებიც საკუთარ თავს ექსპერტებად მოიხსენიებენ”

20:38; 1.02.2026
სპორტი

სამი ოქრო, სამი ვერცხლი და ორი ბრინჯაო ოზურგეთელი მძლეოსნებისგან

20:09; 1.02.2026
საზოგადოება

ბუნებრივი აირით მოწამვლის შედეგად კაცი გარდაიცვალა

18:48; 1.02.2026
პოლიტიკა

სტუდენტების ნაწილი ირაკლი კობახიძესთან დებატებისთვის მზაობას გამოთქვამს

18:44; 1.02.2026
მსოფლიო

ასტრონომებმა სიცოცხლისთვის პოტენციურად ვარგისი პლანეტა აღმოაჩინეს

17:35; 1.02.2026
მსოფლიო

ზელენსკი: სამმხრივი მოლაპარაკებები 4-5 თებერვალს აბუ-დაბიში გაიმართება

17:16; 1.02.2026
საზოგადოება

“მიწის მასის ჩამოსვლის გამო მოძრაობა იკრძალება”

16:51; 1.02.2026
ზაფრანი

2 თებერვალს “თოვლის მთვარეა”- რისი გაკეთება არ არის ამ დღეს რეკომენდებული

16:45; 1.02.2026
პოლიტიკა

“განათლების კონცეფცია, რომელიც დამტკიცდა, მიზნად ისახავს”- გივი მიქანაძე

16:33; 1.02.2026
მსოფლიო

ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებს აფრთხილებს

16:21; 1.02.2026
მსოფლიო

ავტობუსი ხევში გადავარდა- არიან დაღუპულები და დაშავებულები (უცხოეთი)

16:00; 1.02.2026
სპორტი

საქართველოს ხმლით მოფარიკავე გოგონათა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს თასის ბრინჯაოს პრიზიორია

15:48; 1.02.2026
საზოგადოება

“საფრთხის დონე საშუალო”- გაფრთხილება ამინდის შესახებ

13:57; 1.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

10:42; 22.01.2026
0

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო