მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, ანასეულის ინსტიტუტის ერთ-ერთი უკანასკნელი მოჰიკანი, სახელოვანი მეცნიერი ზაურ გაბრიჩიძე გარდაიცვალა.
სმმ დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, ღვაწლმოსილი მეცნიერი და უკეთილშობილესი პიროვნება, ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის მანძილზე მოღვაწეობდა ანასეულის ინსტიტუტუში და შორს გაჰქონდა საქართველოს სახელი. „ჩვენო საყვარელო ადამიანო, შენი საქმის უბადლო სპიციალისტო! უკანასკნელ წუთამდე იბრძოდი სიცოცხლისთვის!…წახვედი და უდიდესი ტკივილი მოგვაყენე… მსუბუქი იყოს შენთვის საქართველოს მიწა!“ -წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.
ზაურ გაბრიჩიძე წლების მანძილზე თანამშრომლობდა „გურია ნიუსთან“. იყო „კარმიდამო ჩემის“ აქტიური რესპოდენტი, ყველა საინტერესო, სიახლის შემცველი სტატიების მუდმივი მომწოდებელი და ასევე გაზეთი მუდმივი ხელმომწერი!
„გურია ნიუსი“ გამოთქვამს დიდ გულისტკივილს და ვუთანაგრძნობთ ოჯახს, ოზურგეთს, სრულიად საქართველოს ამ შესანიშნავი მეცნიერის გარდაცვალების გამო.
ავტორი