საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის ზაზა ფაჩულია ღირსების ორდენით დაჯილდოვდება, _ ამის შესახებ პრეზიდენტის ინფორმაცია გიორგი მარგველაშვილის facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.
გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ზაზა ფაჩულიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ტელეფონით აცნობა.
სატელეფონო საუბრისას გიორგი აბაშიშვილმა ზაზა ფაჩულიას NBA- ის ჩემპიონობა მიულოცა და პრეზიდენტის სახელით შემდგომი წარმატებები უსურვა.
ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მისთვის დიდი პატივია.