ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ ხვალ, 4 ივნისს, 14:00 საათზე მიდის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს შესახვედრად, თუმცა შეხვედრა პრემიერთან შეთანხმებული არ არის.
სარალიძის თქმით, შეხვედრას ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაესწრებიან.
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორების თქმით, მთავარი განსახილველი საკითხი მთავრობის გადადგომა იქნება და თუკი ეს მოთხოვნა 1 კვირაში არ შესრულდება, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს მასშტაბური აქცია დაიწყება, რომელსაც რეგიონებიდანაც დაესწრებიან.
სარალიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის მიუხედავად, აქციები არ შეჩერდება და შეჯრებები პარლამენტთან ყოველდღიურად გაგრძელდება.