დღეს, შავ ზღვაში ადამიანის დაკარგვის ორი ფაქტი დაფიქსირდა _ ერთს კვარიათში ეძებენ და მეორეს კი _ ქობულეთში.
ქობულეთში დაკარგული მამაკაცი ოზურგეთელია _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის გარდაცვლილია, თუმცა, ამ ფაქტს შესაბამისი უწყება ოფიციალურად არ ადასტურებს.
“მის გადასარჩენად მისი მეგობარი შევიდა ზღვაში. ისიც კინაღამ დაიხრჩო _ კიდევ კარგი, ტალღამ გამოაგდო“, _ გვითხრეს სოფელში, სადაც ახალგაზრდას დადებითად ახასიათებენ.