https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მარკ რუტე: ევროპა რუსეთთან ომისთვის უნდა მოემზადოს

    დრონებით თავდასხმის გამო, ნიკოლ ფაშინიანის თვითმფრინავმა მოსკოვში დაშვება ვერ შეძლო

    დონალდ ტრამპი – გაკვირვებული ვარ, რომ ამდენი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში არჩევნები არ ჩატარებულა

    რა შეიძლება მოსთხოვოს ტურისტებს აშშ-მ ქვეყანაში შესვლამდე

    ზელენსკი: უკრაინა მზადაა არჩევნებისთვის, თუ უსაფრთხოება გარანტირებული იქნება

    სასაზღვრო შეტაკებები ტაილანდსა და კამბოჯას შორის

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის, ფაქტობრივად, წაშლილი იყო”

12:33; 6.11.2024
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

საქართველოს პარლამენტის არჩევნებიდან 10 დღეზე მეტი გავიდა. ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა. ოპოზიციის ის ნაწილი, რომლის წარმომადგენლები მოხვდნენ ახალ პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში შესვლას არ აპირებენ და ქუჩაში ინაცვლებენ. არჩევნების შემდეგ, თითქმის ყოველ დღე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმ დარღვევებზე საუბრობენ, რომლებიც მათმა წარმომადგენლებმა დააფიქსირეს 26 ოქტომბერს. დარღვევები საკმაოდ მასშტაბურია.

“გურია ნიუსმა” სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლის ლევან მჟავანაძეს ესაუბრა.

_ ბატონო ლევან, თქვენი აზრით, რამდენად სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა არჩევნები გურიაში?

_ ცალკე გურიის მუნიციპალიტეტებში არჩევნების პროცესის შეფასება  გამიძნელდება; ვფიქრობ, ეს არჩევნები უნდა შეფასდეს მთლიანად ქვეყნის კონტექსტში.

ოდირის და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების საბოლოო ანგარიშები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ წინასწარი შეფასება და მედიასა და სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები იმაზე მეტყველებს, რომ უამრავი სისტემური დარღვევა იყო.

არსებული წინასწარი დასკვნიდან გამომდინარე, შეიძლება ერთმნიშვნელოვნად ითქვას რომ ეს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი და არ ასახავს ხალხის ნებას. 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შეიბღალა მრავალჯერ აღრიცხული ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებით, ამომრჩევლის დაშინებითა და იძულებით. არჩევნების მიმდინარეობისას (წინასაარჩევნო პერიოდშიც), ფაქტობრივად, წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის.

_  თქვენ იყავით დამკვირვებელი ქალაქ ოზურგეთის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე. როგორი სიტუაცია იყო არჩევნების დღეს?

_ იმ უბანზე სადაც მე ვიყავი, არჩევნების მიმდინარეობა არ განსხვავდებოდა სხვა საარჩევნო უბნებზე მიმდინარე პროცესებისგან: ამომრჩეველს, საარჩევნო უბანზე შემოსვლამდე, უწევდა გავლა ტერიტორიაზე, სადაც მრავლად იყვნენ “ქართული ოცნების” უბნის კოორდინატორები თუ გაურკვეველი ადამიანების ჯგუფები. უბანში შემოსულ ამომრჩეველს ხვდებოდა საარჩევნო კომისია, რომელშიც უდიდეს უმრავლესობას “ოცნების” მიერ დანიშნული და შერჩეული კადრები წარმოადგენდა.

ძალიან პასიური იყვნენ დამკვირვებლები, რომლებიც ოპოზიციურ პარტიებს წარმოადგენდნენ.

იყვნენ სხვადასხვა გაურკვეველი “არასამთავრობო ორგანიზაციის” სახელით რეგისტრირებული დამკვირვებლები, რომლებიც, ფაქტობრივად, “ოცნებას” წარმოადგენდნენ.

საარჩევნო უბნის შიგნით ხდებოდა ვიდეო გადაღება მმართველი პარტიის წარმომადგენლის მიერ.

ფაქტობრივად, დარღვეული იყო ამომრჩევლის ნების ფარულობა, რადგანაც ბიულეტენის მეორე მხრიდან ჩანდა გამუქებული (გაფერადებული) წრე.

რეგისტრატორები ხშირად ხელით ატარებდნენ ე.წ. უცხოეთის პასპორტით შემოსულ ამომრჩევლებს.

ცუდი ხარისხის იყო მარკირების სითხე და ფაქტობრივად არ ტოვებდა ნორმალურ კვალს და ა. შ.

_ არჩევნების დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხშირად საუბრობდნენ, რომ იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერების და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირების დიდი მობილიზება; ხდებოდა ამომრჩევლის მოსყიდვა, მაგრამ ამის მტკიცებულების მოპოვება, თითქმის შეუძლებელია. იწვევს თუ არა ასეთი “ზედაპირული” საუბარი ამომრჩეველში ნიჰილიზმის გაჩენას?

_ ნიჰილიზმისა და უნდობლობის შემცირების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და სხვა პოლიტიკურმა ჯგუფებმა გამოიყენონ ზუსტი და დამაჯერებელი მტკიცებულებები ბრალდებების წარდგენისას და მხარი დაუჭირონ სამართლებრივ პროცესებს, რომლებიც შეიძლება ხელს უწყობდეს დემოკრატიული ნორმების დაცვას. უკანასკნელ დღეებში უამრავი ასეთი პოტენციური მტკიცებულება გამოქვეყნდა მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, წარდგენილი იყო უამრავი საჩივარი, თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ-ჯერობით ადეკვატური რეაგირება არ აქვს ასეთი მტკიცებულებების მიმართ და ჯიუტად იმეორებს, რომ “არჩევნები ფაქტობრივი დარღვევების გარეშე ჩატარდა”.

_ ამომრჩევლის ნდობაზე მინდა გკითხოთ; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ორ საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა ამომრჩეველმა ხმის მიცემის შემდეგ, თავის ბიულეტენს ფოტო გადაუღო. რაზე მიგვანიშნებს ეს ფაქტი?

_ ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ ფოტოს გადამღებ ამომრჩეველს ჰქონდა ვალდებულება ვიღაც კონკრეტული პირის (სავარაუდოდ, უბნის კოორდინატორის ან “კაპიტნის”) წინაშე, რომ ეჩვენებინა რომელი სუბიექტი შემოხაზა. ეს ფაქტიც მიგვანიშნებს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზეწოლას.

_ როგორც ცნობილია, ცესკოს მონაცემებით “ქართულმა ოცნებამ”  უმრავლესობა შექმნა ახალი მოწვევის პარლამენტში. რა მოლოდინი გაქვთ?

_ დღეისათვის არსებული მონაცემებით, მხოლოდ 6-მა ქვეყანამ მიულოცა “ქართულ ოცნებას” გამარჯვება (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, ჩინეთი, უნგრეთი და ვენესუელა), ხოლო აშშ-მ და ევროპის 16-მა ქვეყანამ მკაცრად გააკრიტიკა ჩატარებული არჩევნები. დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ არჩევნების ლეგიტიმურობას აშშ და ევროკავშირი არ აღიარებენ; ეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების მომტანი იქნება. ასეთი მდგომარეობა შესაძლოა შემდეგი სცენარებით განვითარდეს:

დიპლომატიური ზეწოლა და საერთაშორისო იზოლაცია; დასავლურმა ქვეყნებმა შეიძლება დაიწყონ საქართველოს მთავრობაზე დიპლომატიური ზეწოლა, ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერება.  ასეთი იზოლაციის პირობებში, საქართველოს იმიჯი და რეპუტაცია სერიოზულად დაზიანდება, რაც ხელს შეუშლის ქვეყნისთვის ახალი, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას.

სანქციების დაწესება: დასავლეთმა შესაძლოა გადაწყვიტოს სანქციების დაწესება გარკვეული მაღალი თანამდებობის პირებისა და ხელისუფლებასთან დაკავშირებული ეკონომიკური სექტორების მიმართ. სანქციებმა შეიძლება მოიცვას ვიზების შეზღუდვები, აქტივების გაყინვა ან ფინანსური შეზღუდვები, რაც ასევე ხელს შეუშლის ეკონომიკურ განვითარებას და გააძლიერებს სოციალურ უკმაყოფილებას.

დახმარების შეჩერება და ეკონომიკური ზარალი: ევროკავშირისა და აშშ-ის დახმარება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური წყაროა. ამ დახმარების შეჩერებამ ან შემცირებამ შეიძლება ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემები და ფინანსური დეფიციტი გამოიწვიოს. დახმარების შემცირება ან შეჩერება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მოახდენს გავლენას, არამედ სოციალურ დახმარებებზე, განათლებისა და ჯანდაცვის პროგრამებზეც.

პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება: დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე, შიდაპოლიტიკური ვითარება შეიძლება კიდევ უფრო გამწვავდეს. ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი, სავარაუდოდ, გააძლიერებენ საპროტესტო აქციებს და მთავრობის გადადგომას მოითხოვენ. ეს გამოიწვევს ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ დესტაბილიზაციას, რაც ხელს შეუშლის მთავრობის ფუნქციონირებას და ეკონომიკურ სტაბილურობას.

რეგიონული უსაფრთხოების პრობლემები: დასავლეთისგან დისტანცირების და მხარდაჭერის შემცირების პირობებში, ქვეყნის უსაფრთხოება და სტაბილურობა შესაძლოა საფრთხის ქვეშ დადგეს. რეგიონული მეზობლების მხრიდან ზეწოლის გაძლიერება ან კრიზისის გამწვავება (განსაკუთრებით _ რუსეთთან) მოსალოდნელია, თუ საქართველო დაკარგავს დასავლური მხარდაჭერის მნიშვნელოვან ნაწილს.

შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობის არაღიარება ქვეყნისთვის ბევრ სირთულესა და გამოწვევას წარმოშობს, რისი საბოლოო შედეგი ქვეყნის სუვერენიტეტის დაკარგვაც კი შეიძლება იყოს.

ვფიქრობ, ამ პირობებში საქართველოს მთავრობა აუცილებლად უნდა ჩაერთოს მოლაპარაკებებში დასავლელ პარტნიორებთან და მიაღწიოს შიდა პოლიტიკურ შეთანხმებას თავისუფალი და კონკურენტუნარიანი ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ კრიზისის თავიდან ასაცილებლად.

_ თქვენი აზრით, როდესაც საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხი შეაჩერა, იყო თუ არა ეს თანაზომიერი რეაგირება ევროკავშირის მხრიდან?

_ ხაზი უნდა გავუსვათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს. ისინი გვეუბნებიან: “თუ ჩვენთან გინდათ, ითამაშეთ ჩვენი წესებით, შეასრულეთ ის 9 ნაბიჯი, რომელიც შემოგთავაზეთ”.

ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 1 წლის განმავლობაში კი ყველაფერი გააკეთა, რომ გაეფუჭებინა ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. უკანასკნელი ზღვარი იყო საპარლამენტო არჩევნები. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის პირმა თქვა: “ამ არჩევნების მანიპულირება არ არის მხოლოდ დარტყმა საქართველოს მყიფე დემოკრატიისთვის, არამედ, მისი ძალაში დარჩენის შემთხვევაში, დაასრულებს ქვეყნის დიდი ხნის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და, შესაძლოა, მის სუვერენიტეტსაც”.

_ ოპოზიცია ქუჩის აქციების იწყებს. რამდენად მომგებიანი იქნება  ქვეყნის განვითარებისთვის ეს აქციები და ექნება თუ არა შედეგი მსგავს ქმედებას?

_ ქუჩის აქციებმა და პოლიტიკურმა პროტესტმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიონ ქვეყნის განვითარების პროცესზე, თუმცა, მათი შედეგი დამოკიდებულია იმაზე, როგორ იმართება და რა ფორმებს მიიღებს ეს პროცესები.

როცა ქუჩის აქციები მშვიდობიანია და მიზნად ისახავს სამართლიანობასა და დემოკრატიულ ნორმებს, ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების გააქტიურებას და დემოკრატიული ფასეულობების გამყარებას. მსგავსი აქციები შეიძლება გახდეს ძლიერი გზავნილი მთავრობისადმი. თუ არ მოხდება არჩევნების შედეგების ანალიზი და ყველა დარღვევასა თუ დანაშაულზე რეაგირება, მოქალაქეებს აღარ რჩებათ სხვა გზა, გარდა მშვიდობიანი სამოქალაქო პროტესტისა.

გიორგი გირკელიძე

ავტორი

ლევან მჟავანაძე
გაზიარება6Tweet4Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12 დეკემბერი, 2025
პოლიტიკა

კობახიძე: ვცდილობთ, წვლილი შევიტანოთ რეგიონულ სტაბილურობაში დიალოგისთვის ნეიტრალური და საიმედო სივრცის შეთავაზებით სამხრეთ კავკასიაში

12:31; 12 დეკემბერი, 2025

გზა ენერგოეფექტურობამდე: "ყველა გადადგმული ნაბიჯი, აღმოჩნდა წარმატებული"

1 წელი გინტურის მკვლელობიდან - "გახარია საქართველოსთვის" განცხადებას ავრცელებს

ყველა სიახლე

სამართალი

ოზურგეთში 75 წლის კაცს ავტომობილი დაეჯახა

22:44; 12.12.2025
ზაფრანი

ხვალ, 13 დეკემბერს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ზოდიაქოს ეს ნიშანი

19:43; 12.12.2025
ფინანსები

რა ეღირება დოლარი და ევრო უქმეებზე

19:28; 12.12.2025
სამართალი

სისხლიანი დაპირისპირება სკოლის მოსწავლეებს შორის

18:09; 12.12.2025
პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი – დღეს ყველა რუსთაველზე! არა კობახიძის და პუტინის ერთად დგომას!

17:17; 12.12.2025
ფინანსები

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – 2025 წლის სექტემბერში ყველა პარტიამ ჯამში 6 909 602 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო, რომლის 59% „ქართულ ოცნებაზე“ მოდის

17:05; 12.12.2025
სამართალი

ავარია ქობულეთში _ ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა

16:59; 12.12.2025
ფინანსები

მთავრობის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც 1 685 პენსიონერს ან მის მემკვიდრეს შეეხება

16:37; 12.12.2025
საზოგადოება

ამინდი მკვეთრად უარესდება – სინოპტიკოსების გაფრთხილება

16:28; 12.12.2025
საზოგადოება

ბენდუქიძის ფონდი 2026 წელს ჩარიცხულ სტუდენტებს 4 მლნ ლარით დააფინანსებს

16:00; 12.12.2025
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

15:40; 12.12.2025
პოლიტიკა

საკადრო ცვლილებები ოზურგეთში

15:00; 12.12.2025
ფინანსები

შეადარე, სცადე, დაიმტკიცე – თიბისის ახალი კამპანია

14:23; 12.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: 20 ივნისზე ჩვენც გვაქვს ჩვენი კითხვის ნიშნები და სწორედ რომ სტრასბურგის სასამართლოს დავალებით განვაახლეთ გამოძიება

14:14; 12.12.2025
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: საქართველო სახელმწიფო შესყიდვების კეთილსინდისიერებით ევროპის საუკეთესო სამეულშია

13:54; 12.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

11:51; 10.12.2025
0

“ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

11:04; 10.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო