დღეს, ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ სანაპირო ზოლი ინფრასტრუქტურის სამსახურისა და კომპანია „ალიანსის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. მხარეებმა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ეფექტურად განხორციელებაზე ისაუბრეს.
„ქობულეთის სანაპიროზე ნაპირდამცავი კედლის რეაბილიტაციის პროექტი“ მუნიციპალური განვითარების ფონდისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 კმ-მდე ახალი ჯებირი და კეთილმოეწყობა სავალი ნაწილი. სამუშაოების გასახორციელებლად 8 მილიონამდე ლარი დაიხარჯება. პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმება”. (R)