https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჟურნალისტები და პანდემია: “მათი ძალისხმევა იმუნიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჭრილში მოსაქცევად, შეუფასებელია!”

19:14; 5.11.2024
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

კორონავირუსის დაავადებამ საქართველოში, რომელიც პირველად 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა, მანამდე კი 2019 წლის დეკემბერში, ჩინეთში, ქალაქ უხანში დაფიქსირდა, დაგვანახა, თუ რა მცირე დროა საჭირო, დიდი განსაცდელი დაემუქროს გონიერი ადამიანის (Homo sapiens) მოდგმას.

ადამიანზე უხნესი სახეობები არსებობს დედამიწაზე, ზოგიც უკვე გადაშენებულია! ამ პანდემიამ ღიად დაგვანახა, რომ უმოკლეს დროში შეიძლება სრულად გავქრეთ და დავიღუპოთ! რა თქმა უნდა, თუ არ დავდექით უდიდესი ძალისხმევით გვერდი–გვერდ და არ მოვახდინეთ სრული მობილიზაცია. თუ არ გამოვიჩინეთ გონიერება, სრული პასუხისმგებლობა იმუნიზაციის ჩატარების დროს, ძალიან ცუდად გაგრძელდება პროცესები.

როცა საქართველოში პანდემია დაიწყო, მის ფონზე ბევრად მეტი შეზღუდვები იყო საჭირო, რაზეც ხელისუფლება, რიგი მიზეზების გამო, არ მიდიოდა. ყველაზე მთავარი, ალბათ, მოსახლეობის მკვეთრი რეაქციის შიში იყო. არათუ მასშტაბურ შეზღუდვებზე, იმუნიზაციაზე, არამედ ელემენტარულზე _ პირბადის ტარებაზეც ალიაქოთს ტეხდა წარმოუდგენელზე მეტად ბევრი მოქალაქე.

პირველ რიგში, რაც შეიძლება გასაკვირიც იყოს, პირბადესა და ვაქცინაზე მეტად, აუცილებელი გახდა თავის ჭკუაზე მოსიარულე, უპასუხისმგებლო ადამიანების თავნებობის შეზღუდვა. მერე, თანდათან, როცა მობილიზაციის ხარისხი ამაღლდა, ძირითადად დალაგდა სიტუაცია.

საზოგადოება, სადაც საკმაოდ დაბალია განათლების დონე, მუდამ მოითხოვს, შესაბამისი ფორმით და გასაგები აზრით, ინფორმაციის მიწოდების აუცილებლობას. საჭირო ხდება, ასე ვთქვათ, ადამიანს “თავში ჩაუჭედო” აზრი პრევენციის აუცილებლობაზე, იმუნიზაციის გადამრჩენ როლზე!

კონკრეტულად გურიის, ოზურგეთის ირგვლივ რომ ვისაუბრო, აქ, პანდემიის დასაწყისშივე, საბედნიეროდ, უმოკლეს დროში იქნა გათვლილი და მიღწეული ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის და ჟურნალისტთა კორპუსის ერთობლივი, შეთანხმებული ქმედება. აუცილებელი მობილიზება შესაძლებლობების მაქსიმუმს დაექვემდებარა.

აღნიშნული ცენტრის ხელმძღვანელი, ცნობილი ეპიდემიოლოგი, ელზა სიმონიშვილი მაშინაც და ახლაც საინტერესო და მიზანმიმართულ ქმედებაზე საუბრობს, თუ რა ხდებოდა ან რა უნდა მოხდეს პანდემიის დროს, როცა ჯერ კიდევ ვაქცინა არ არსებობდა და იყო შიშნეული მოლოდინი:

“ეპიდემიოლოგია, ეს არის დაავადებების აღმოცენების და გავრცელების კანონზომიერების შემსწავლელი მედიცინის დარგი, რომელიც ამასთანავე შეიმუშავებს დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ ღონისძიებებს და მათ რისკებს. ერთ–ერთი უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ღონისძიება კი სწორედ იმუნიზაციაა, რომელიც მედიცინის ერთ–ერთ უდიდეს მიღწევად უნდა ჩავთვალოთ.

მე, პირადად, არა მარტო აღნიშნული პანდემიის პირობებში, მთელი ცხოვრების მანძილზე, მუდამ ვსაუბრობ მოქალაქეებთან ამის შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, ეს ოფიციალური შეხვედრაა თუ უბრალოდ, სამოქალაქო საზოგადოებაში ყოფნის ეტაპი, შინ თუ გარეთ. და რაოდენ მკვეთრადაც უნდა ვუსვამდე ხაზს საკუთარ პასუხისმგებლობას და როლს ვაქცინაციის ჩატარების საკითხზე, ჩვენთან, ოზურგეთში, ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, ყველა სამედიცინო უბანი იყო ჩართული.

დღეს, როცა ეს პერიოდი გადავლილია, ერთი წუთით არ ვანელებთ ყურადღებას. გეგმიური აცრების კალენდარში შედის ის ინფექციური დაავადებები, რომელთა საწინააღმდეგო იმუნიზაცია უტარდება მოსახლეობას ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. ხოლო მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია ხდება სეზონური დაავადებების (სეზონური გრიპის) და ისეთი დიდი გამოწვევის დროს, როგორიც იყო კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. მასთან ბრძოლის ეფექტურობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსახლეობის ინფორმირებულობასთან და თვითშეგნების ამაღლებასთან“.

ქალბატონი ელზა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ამ მხრივ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საკმაოდ ეფექტურ ღონისძიებებს ახორციელებს დამახასიათებელი სიმპტომების ცოდნის მისაწოდებლად. მუდმივ რეჟიმში ხდებოდა და ხდება საინფორმაციო და საგანმანათლებლო სტატიების მიწოდება საზოგადოებისთვის: “სხვადასხვა მედიასაშუალებების, განსაკუთრებით კი “გურია ნიუსის” წვლილი დიდი იყო ამ მხრივ, როგორც პანდემიის პირობებში, ისე შემდეგშიც. ასევე, სოციალური ქსელების და ადგილობრივი ტელევიზიის გამოყენებით ხდებოდა და ხდება შეხვედრები მუნიციპალიტეტის სამედიცინო პერსონალთან. ვაქცინაციის საკითხზე საგანმანათლებლო ღონისძიებები ხორციელდებოდა მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან (ბაღები, სკოლები…). დადასტურდა კიდეც პროფილაქტიკური ღონისძიებების, განსაკუთრებით იმუნიზაციის, აცრების ეფექტურობა ჯანდაცვისთვის ისეთი დიდი გამოწვევის პირობებში, როგორიც იყო კორონავირუსით გამოწვეული პანდემია. ხაზგასასმელია _ პანდემიის პერიოდში ჯანდაცვის ცენტრმა, ექიმებმა პირადი მაგალითით უჩვენეს მოსახლეობას, თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა დაცვის საშუალებების გამოყენებას, დისტანცირებას, დაავადებების დროული დიაგნოსტიკისთვის სწრაფ ტესტირებას, “პ ჯ რ” ტესტირებას… ამ ყველაფრის გაშუქებას პერმანენტულად ახდენდა “გურია ნიუსი“.

მნიშვნელოვანი და გასახსენებელია ის ფაქტი, რომ პანდემიამდე, 2017 წელს, ოზურგეთში მასობრივად მოხდა წითელას შემთხვევების მატება, რაც მერე არაერთგან მთელ საქართველოშიც დაფიქსირდა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო საუკეთესოდ წარმოაჩინა ვაქცინაციის აუცილებლობა, რადგან აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდისთვის 30 წლამდე ასაკის ადამიანები იყვნენ აუცრელი. ან ცუდად შენახული ვაქცინით აცრილი, რასაც მოქმედების ეფექტი დაკარგული ჰქონდა. ეს იყო ძირითადად 90-იან წლებში და ცოტა შემდგომ დაბადებული თაობა _ ცნობილი “დაბნელებული”პერიოდის გამო, ყველაფერი აისახა ადამიანის ჯანმრთელობაზე”

2020-2022 წლებში, პანდემიის საშიშ პერიოდში, გურიაში, უსწრაფესი მობილიზება მოახდინა მედიასახლმა “გურია ნიუსმა”, რის შესახებაც სკრუპულოზურად საუბრობს გამოცემის დამფუძნებელი, ია მამალაძე:

“პანდემიის დროს გურიამ დაკარგა მწვანე ზონის სტატუსი. ეს ყველაზე მეტად დასანანი იყო. ჩვენს მედიასახლში შედის სხვადასხვა პლატფორმის გამოცემები _ ეს გახლავთ ვებგვერდი და ბეჭდური მედია, რომელიც უკვე იშვიათობა გახდა საქართველოს რეგიონებში.

მსურს, აი, ამ პლატფორმაზე გავამახვილო ყურადღება. ეს გახლავთ მოწყვლადი ჯგუფებისთვის განკუთვნილი მედია უკვე, რადგან ასაკოვანი მომხმარებელი ჰყავს. მათთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მიგვეწოდებინა ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ პანდემიის პირობებში, სიმპტომები რა იყო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ვაქცინაცია მოსახლეობისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებული მისია იყო ჩვენთვის, რასაც ჩვენმა ჟურნალისტებმა კარგად გაართვეს თავი.

ზოგადად, ჩვენთვის ბარიერად იქცა, რაც ძალიან სამწუხაროა, ინფორმაციის მიღება სხვადასხვა საჯარო უწყებებიდან და, მათ შორის, ინფორმაცია კოვიდის შესახებ იყო ძნელად მოსაპოვებელი. ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გავაშუქეთ და ხშირად გვჭირდებოდა სტატისტიკური მონაცემების მოძიება და აღმოჩნდა, რომ სახელმწიფო უწყებები ნაკლებად აგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკლებად ხდება ანალიზი. უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ასეა, რადგან მონაცემები და სტატისტიკა თუ არ გაქვს, კარგ ანალიზს როგორ გააკეთებ? კონკრეტული მაგალითის მოყვანაც შემიძლია.

ძალიან მნიშვნელოვანი დასკვნა გამოაქვეყნა საქართველოს სახალხო დამცველმა, პენიტენციურ სისტემაში კოვიდის გავრცელების პრევენციის შესახებ. თუმცა, ჩვენ ვერ შევძელით, რომ პენიტენციური სისტემის შესაბამისი დეპარტამენტიდან, მოგვეპოვებინა იმ კითხვებზე პასუხი. პირველ რიგში, კითხვებზე, რომლებიც სახალხო დამცველმა დასვა და, არსებული რეალობიდან გამომდინარე, კარგახანს ველოდებოდით _ ორ თვეზე მეტი გავიდა და პასუხები კითხვებზე მაინც ვერ მივიღეთ.

ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია იყო საქართველოში, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო აუდიტორიასთან კონტაქტი და ხელისშემშლელი, ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, გახლდათ ინფორმაციის ნაკლებობა ადგილობრივ დონეზეც და ცენტრალური ხელისუფლების დონეზეც.

ჩვენ კარგი კომუნიკაცია ჩამოგვიყალიბდა ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრებთან და ვფიქრობ, რომ შემდგომშიც, როცა პანდემია აღარ არის და ამის იმედს ვიტოვებ, ჩვენ გვექნება ძალიან ბევრი საინტერესო თემა, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას უკავშირდება. და ეს სფერო ჩვენთვის გახდა უფრო მნიშვნელოვანი და უფრო გასაგებიც. ადგილობრივ მედიას უამრავი სამუშაო აქვს, რადგანაც საჭიროა, როგორც საკრებულოს ახალი შემადგენლობის მონიტორინგი და მათი საქმიანობის გაშუქება და ასევე იმის, რაც მანამდე იყო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წინა შემადგენლობის დანატოვარისა. სახელმწიფო პროგრამები, მათ შორის დეცენტრალიზაციის არარსებული პროცესი, ჩვენი გაშუქების საგანი უნდა გახდეს“.


mediachecker.ge

ია მამალაძე, ასევე, საუბრობს “ფაქტობრივი” საყოველთაო კარანტინის შესახებ, რომელიც ქვეყანაში 2020 წლის 31 მარტიდან ამოქმედდა: “რეგიონულ ბეჭდურ მედიას გაზეთის გავრცელების პრობლემა შეექმნა. მიმდინარე კვირაში ადგილობრივმა გამოცემებმა მუნიციპალიტეტებში გაზეთები საკუთარი ავტომობილებით დაარიგეს… იყო უამრავი პრობლემა“.

პანდემიის პერიოდში, 2021 წლის 16 სექტემბერს, კორონავირუსის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინის დოზით აიცრა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აცრისკენ მოუწოდა ყველას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, შემდეგ, 2022 წლის თებერვალში ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ, იმ პერიოდში, კორონავირუსის “ომიკრონის” შტამის გავრცელების დროს, “მწვანე პასპორტის” არსებობამ აზრი დაკარგა. მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ აცრის მიუხედავად, ადამიანები ინფიცირდებიან:

“გარკვეული სპეკულირების საგანი გახდა, დაიწყეს არაარგუმენტირებული სპეკულირება, თუ რატომ გავაუქმებთ ე.წ. მწვანე პასპორტები. ჩვენ შევისწავლეთ აღნიშნული საკითხი და ევროპული ქვეყნების გამოცდილებაც და პრაქტიკაც _ ჩვენ აღარ ჩავთვალეთ მიზანშეწონილად აღნიშნული ბარათების ფუნქციონირება. და რატომ? ძალიან მარტივია _ აზრი დაკარგა აღნიშნული მწვანე ბარათების გამოყენებამ… “ომიკრონის” შემთხვევაში ძალიან ბევრ შემთხვევაში კი არა, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს _ ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება “ომიკრონი“. მე ვარ აგერ მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა “ომიკრონი“… მიდგომა შეიცვალა იმიტომ, რომ აზრი დაკარგა ამ ვაქცინის, უკაცრავად, “მწვანე ბარათის” გამოყენებამ“, _ თქვა მაშინ პრემიერმა.

ამ განცხადებამაც ხალხში ორაზროვანი ფონი შექმნა და იმატა უნდობლობამ. სწორედ ამიტომ არის აუცილებელი და საფრთხილო ქვეყნის პირველი პირების განცხადება, განსაკუთრებით საშიში მოვლენის _ პანდემიის დროს. რაოდენ სიმართლესაც უნდა შეიცავდეს მსგავსი განცხადება, ის ისე უნდა მიეწოდოს ხალხს, რომ მან ხელი არ შეუშალოს საზოგადოების ინფორმირებულობას და იმუნიზაციის საკითხებზე ცნობიერების ფოკუსირებას, ხელმისაწვდომობას.

პანდემიის პირობებში, კონკრეტულად გურიის რეგიონში, ჟურნალისტთა მუშაობის, მათი მობილიზების მასშტაბი და აქტივობა სამოქალაქო პასუხისმგებლობის მაგალითად იქცა.

თამთა დოლიძე, ტელეკომპანია “გურიას” ჟურნალისტი: “კოვიდ–პანდემიის პერიოდი ძალიან მძიმე იყო ყველასთვის, მათ შორის, ცხადია, ჩემთვისაც. თუმცა, საერთო შიშს ემატებოდა ჩემი იმჟამინდელი მდგომარეობა, რადგან 1 წლის შვილი მყავდა და მეორეზე ფეხმძიმედ ვიყავი. ასევე, ამავდროულად ვიყავი ჟურნალისტი და ყველა, კოვიდის თვალსაზრისით ცხელ, წერტილში მიწევდა ყოფნა. შესაბამისად, დავდექი რამდენიმე სირთულის წინაშე: უნდა დამეცვა ჩემი პატარა შვილის ჯანმრთელობა, ასევე, ჩემი მუცლადმყოფი შვილის ჯანმრთელობა და ასევე, მეფიქრა უამრავი ადამიანის უსაფრთხოებაზე, დაავადების გადამდები არ აღმოვჩენილიყავი ჩემი რესპონდენტებისთვის, რომლებთანაც პროფესიის გამო, ყოველდღიური შეხება მიხდებოდა. შესაბამისად, უამრავ კვალიფიციურ წყაროზე დაყრდნობით, მივიღე გადაწყვეტილება და კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა გავიკეთე, ბუსტერის ჩათვლით. მიუხედავად იმისა, რომ ფეხმძიმობის პერიოდში ორჯერ მომიწია ამ ვირუსის გადატანა, ვაქცინის წყალობით, შედარებით მარტივად დავძლიე. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ვაქცინაციით ჩვენ არა მხოლოდ ვიცავდით საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ვზრუნავდით სხვა ადამიანების, მცირეწლოვნების, ხანდაზმულების, ქრონიკულად მოავადეების და სხვა კატეგორიის მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. იმ პერიოდში ვაქცინაცია იქცა სამოქალაქო პასუხისმგებლობის თვალსაჩინო სიმბოლოდ. რადგან ვრცელდებოდა არაერთი დეზინფორმაცია, რამაც უამრავი ადამიანი შეიყვანა შეცდომაში, უარი ათქმევინა ვაქცინაციაზე და გამოიწვია მძიმე შედეგები. მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრება ყველა ჩვენგანის ვალია და მაშინაც და ახლაც ყველანი უნდა ვეცადოთ, არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც თითქოს მხოლოდ ჩვენ გვეხება, არადა რეალურად, სხვა ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს“.

ნინო ვაშალომიძე, ტელეკომპანია “გურიას” ჟურნალისტი: “დიდ გამოწვევასთან ერთად, უდიდესი სტრესი იყო ჩემთვის პანდემია. მერე შიში დავძლიე, მრავალი გადაცემა გავაკეთე. თან სულმოუთქმელად ველოდი, როდის გამოჩნდებოდა ერთადერთი და ძლიერი საშუალება _ ვაქცინა მის დასამარცხებლად. ერთი წლის შემდეგ ისიც გამოჩნდა. ამოვისუნთქე. მე და ჩემი ოჯახის წევრები ავიცერით, რომ ერთმანეთის სიცოცხლე გადაგვერჩინა. აცრისკენ მოვუწოდე ყველას, ღია ეთერით და დღემდე ამ განწყობით ვარ. გარემოში, სადაც კი მართებულად ვთვლი, ადამიანებს სულ ვესაუბრები ვაქცინაციის ერთადერთ, უპირობო დამცავ საშუალებაზე პანდემიის დროს. ასევე იმაზეც ვსაუბრობ მუდამ, თუ როგორ აუცილებელია გეგმიური აცრების ჩატარება“.

2021 წელს, ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების სამედიცინო ცენტრებში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 1 213 ადამიანი აიცრა. იმ ეტაპზე სამივე მუნიციპალიტეტში აცრა “სინოფარმის” და “ასტრაზენეკას” ვაქცინებით ხდებოდა. უდიდესი როლი ამ საქმეში, სამედიცინო საზოგადოებასთან, ჯანდაცვის დაწესებულებებთან ერთად, შეასრულეს გურიის ჟურნალისტებმა.

ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნატო ჯიბუტი “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობდა, რომ ინფორმირების შემდეგ, აცრაზე მოთხოვნა გაიზარდა: “ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ მედიცინის მუშაკებს ყველასთვის გაეწიათ დახმარება. გამუდმებით ვეუბნებოდით, ვესაუბრებოდით ხალხს, რომ პანდემია მხოლოდ აცრით დასრულდებოდა. და სწორედ ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, დაგვეცვა საკუთარი სიცოცხლე და მოვფრთხილებოდით ჩვენს ახლობლებს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს“, _ გვითხრა 2021 წლის 22 მაისს ნატო ჯიბუტმა.

ჩვენ არაერთხელ ვწერდით, რომ ბევრ სოფელში ადამიანებს არ ჰქონდათ წვდომა ინტერნეტთან. “გურია ნიუსი” დაინტერესდა, ამ შემთხვევაში, როგორ ეხმარებოდნენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მოქალაქეებს რეგისტრაციაში, რომ მათ დროულად ჰქონოდათ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე და მომხდარიყო იმუნიზაცია. ამ კითხვაზე მაშინ ნატო ჯიბუტმა გვიპასუხა, რომ ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლები ცდილობდნენ, დახმარებოდნენ ყველას, ვისაც რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა:

“ადამიანებს დეტალურ ინფორმაციას ვაწვდით და ჩვენც ვეხმარებოდით რეგისტრაციაში. ასევე, არსებობდა “ცხელი ხაზი“, რომლის მეშვეობითაც ხდებოდა დარეგისტრირება. მთავარი პოზიტიური ფონი ისაა, რომ ადამიანები გააქტიურდნენ და ეს იყო პირველ რიგში მისასალმებელი“, _ აცხადებდა ქალბატონი ნატო.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა პედაგოგ-ფსიქოლოგმა ირმა მგელაძემ კორონავირუსი 2020 წლის ნოემბერში გადაიტანა. მან მალე ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა და განაცხადა, რომ პირადი მაგალითით სურდა შეხმიანებოდა ხალხს:

“როდესმე ხომ უნდა დამთავრდეს ეს საშინელება?!

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლის ნოემბერში გადავიტანე კორონა და, სავარაუდოდ, ანტისხეულები მქონდა, მაინც ჩავთვალე საჭიროდ აცრა და ავიცერი. არ ვარ შეთქმულების თეორიების ამყოლი, მჯერა მეცნიერების, ექიმების.

როცა გაჩნდა შესაძლებლობა, მაშინვე დავრეგისტრირდი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში, სადაც ყურადღებით და პროფესიონალურად მიმიღეს და გამიკეთეს “სინოფარმის” ვაქცინა _ გულღიად გვითხრა შეხვედრისას, _ გაუსაძლისია ამ აკრძალვებით ცხოვრება _ ადამიანები ერთმანეთს ვერ ვცნობთ ქუჩაში, ვერ ვესალმებით ერთმანეთს, ვერ ვეხუტებით. მე ძალიან მიყვარს საყვარელი ადამიანების ჩახუტება და მოსიყვარულება. ამის შეზღუდვა ყველაზე ძნელი ასატანი გახდა ჩემთვის. იყო დრო, საკუთარ შვილსაც ვერ ვიკრავდი გულში…

მინდა, ყველას მოგიწოდოთ დღესაც, რომ ხელი შევუწყოთ ვაქცინაციის პროცესს, ავიცრათ, დავიცვათ საკუთარი და სხვისი სიცოცხლეც _ სხვანაირად ეს კოშმარი შესაძლოა, კვლავ გამოგვეცხადოს… ” _ გვითხრა მგელაძემ.

ოზურგეთელი რომა კალანდაძე თბილისიდან ოზურგეთში იმისთვის ჩამოვიდა, რომ ბებიას და მამიდას აცრაში დახმარებოდა. მისი თქმით, ყველაზე მეტად ბებოს დარწმუნება გაუჭირდა, მაგრამ, საბოლოოდ, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს: “უნდა ავიცრათ! არსებულ მოცემულობაში სხვა გამოსავალი არ არსებობს.

მიხარია, რომ ეს უკვე ბევრმა გაიგო და აცრის მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდებოდა. სხვაგვარად შეუძლებელია ამ ჯოჯოხეთის დასრულება. ჩემს ოჯახში მამიდაჩემი უკვე აიცრა, ბებიაჩემს ცოტა გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, არასწორი ინფორმაციის გამო, რომელსაც ის სხვადასხვა მედიასაშუალებებიდან ან ადამიანებიდან იღებდა _ მცდარი წარმოდგენა ჰქონდა ჩამოყალიბებული. ბევრი ველაპარაკეთ და დავარწმუნეთ, რომ აცრა მის სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნიდა.

 სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ სწორი ინფორმაცია მივიდეს მოსახლეობამდე, განსაკუთრებით, ასაკოვან ადამიანებამდე. მათი შიშის დაძლევაში კი თითოეული ადამიანის, ჟურნალისტის, ექიმის როლი მნიშვნელოვანია.

ახალი დოზების მიღებისთანავე, ჩემი ოჯახის ყველა წევრი აიცრება“, _ გვითხრა მაშინ რომა კალანდაძემ.

როდესაც ქვეყანაში “ასტრაზენეკას” ვაქცინით აცრა დროებით შეჩერდა, პროცესის განახლებისთანავე, ქალაქ ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში 80 წლის თეიმურაზ თავაძე და ჰამლეტ გოგეშვილი პირველები მივიდნენ და აიცრნენ.

თეიმურაზ თავაძემ 38 წელი შინაგან საქმეთა სამინისტროში იმსახურა, არის პოლკოვნიკი და ომის ვეტერანი. ის ახლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს.

“შეიძლება ითქვას, რომ თბილისს გამოვექეცი და ახლა მშობლიურ გურიაში ვარ. ვიფიქრე, დავიზღვევ თავს–მეთქი და ასეც მოვიქეცი. არავითარი გართულებები არ მქონია.

ბევრს ეშინოდა, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაფერია საშიში… ყველას ვურჩევ, გაიკეთოს აცრა, როცა ამის საჭიროება იქნება“, _ გვითხრა თეიმურაზ თავაძემ.

“გურია ნიუსი” დაუკავშირდა 80 წლის ჰამლეტ გოგეშვილს. ის სპეციალობით გეოლოგია და წლების განმავლობაში მაღაროთა სამმართველოში მუშაობდა: “ბოლო პერიოდში ხშირად ვეცნობოდი ინფორმაციას სამედიცინო თემებზე. ერთი რამე მინდა გითხრათ _ ბავშვი რომ იბადება, ყველაზე მაღალი იმუნიტეტი მაშინ აქვს. წლების გასვლასთან ერთად, ეს იმუნიტეტი სუსტდება და ადამიანი უფრო დაუცველი ხდება. ამიტომ აუცილებელია, არ უნდა შეფერხდეს ვაქცინაცია“.

“გურია ნიუსის” გამომცემელი ია მამალაძე, მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე და ჟურნალისტი ნინო ნანიტაშვილი კორონას საწინააღმდეგო ვაქცინებით _ “ასტრაზენეკათი” და “სინოფარმით” აიცრნენ. მათი განმარტებით, ეს იყო როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა, ისე ნებისმიერ მოქალაქეზე, მათ სიცოცხლეზე გადაფარება…

“ქვეყანა მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციით დააღწევს თავს ამ რთულ ინფექციურ, ეკონომიკურ ვითარებას. საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა უმთავრესია და უნდა ავიცრათ! ქვეყნის, რაც შეიძლება მალე გათავისუფლება ამ კოშმარული მდგომარეობისგან, ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და უნდა ავიცრათ. სხვა გზა, უბრალოდ, არ არსებობს და უნდა ავიცრათ! რაც შეეხება ვაქცინას, მე “ასტრაზენეკათი” გავიკეთე აცრა და მიმაჩნია, რომ ნებადართული ყველა ვაქცინა კარგია, რომელიც ხელმისაწვდომია“, _ ამბობდა მაშინ  ია მამალაძე და კოლეგებს სამოქალაქო აქტიურობისკენ და დროულად ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა და კვლავ მოუწოდებს, საჭიროების შემთხვევაში:

“ოზურგეთში, “მედალფას” კლინიკაში გავიკეთეთ აცრა. მაღალპროფესიული, მშვიდი, აკადემიური განწყობა იყო. წინასწარ გამოკითხვაც მიმდინარეობდა და წნევის კონტროლიც… ამგვარი გარემოს შექმნა ხელმძღვანელის დავით მდინარაძის და თითოეული თანამშრომლის – ყველა მათგანის დამსახურებაა… ვერ ვიტყვი, რომ უზადოდ ჯანმრთელი ვარ და არაფერს ვუჩივი, მაგრამ არავითარი გართულება არ მოჰყოლია აცრას“, _ ამბობს “გურია ნიუსის” მთავარი რედაქტორი გიორგი სიხარულიძე, რომელიც ასევე, “ასტრაზენეკათი” აიცრა.

“გურია ნიუსის” ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე, რომელსაც მძიმე ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა, საკმაო დროის განმავლობაში საყვარელ საქმესაც კი ჩამოშორდა. მისი ქმედება, როცა ვაქცინაცია გაიკეთა, ნამდვილად იყო სამოქალაქო გმირობის ტოლფასი:

“2016 წელს ჯანმრთელობის პრობლემა შემექმნა, რის გამო ჩემს საქმიანობას რაღაც დოზით ჩამოვშორდი. უფრო მეტად სახლიდან მიწევდა მუშაობა და იშვიათად დავდიოდი საქმიან შეხვედრებზე, რესპონდენტების ჩასაწერად და ასე შემდეგ. 2020 წელს კი მთელი მსოფლიო ახალმა ვირუსმა ჩაკეტა სახლში და მასთან ბრძოლა გვიწევდა. ყველაზე მეტად ერთ–ერთ რისკ კატეგორიაში ვიყავით მედიის წარმომადგენლები და თან ამას ემატებოდა ჩემი ავადმყოფობა, რომლის ზუსტი დიაგნოზი ვერც გავიგე 7 წლის განმავლობაში… ეს ორი ფაქტორი ძალიან მოქმედებდა ფსიქოლოგიურ განწყობაზე, მაგრამ თან უფლება არ გვქონდა, დამატებით პრობლემა დაგვმატებოდა… ყველაზე მეტად, კორონავირუსის დროს, ტროლების და ბოტების დიდი არმია გამოჩნდა სოციალურ ქსელში. ჩვენ კი გვიწევდა, რაც შეიძლებოდა მეტი გადამოწმებული და სანდო ინფორმაცია მიგვეწოდებინა მოსახლეობისთვის. ეს პერიოდი, ერთ–ერთი პოპულარული თამაშის “მარიოს” ტურებს ჰგავდა … ყველაზე დიდი ბრძოლა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოსვლა იყო. ამ დროს ყველაზე აქტიურად ჩაერთნენ გურიაში მოქმედი ჟურნალისტები ექიმებთან და სხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად. ეს არ იყო იოლი საქმე, რადგან მოწინააღმდეგები ყველაფერს აკეთებდნენ, ნაკლებად ყოფილიყო აცრილი, გურიაში მცხოვრები ადამიანები. თუმცა, დარწმუნებული ვარ, გავაკეთეთ შესაძლებლობის მაქსიმუმი…თუ არ ავიცრებით, ვირუსი ძვირფას ადამიანებს და ქვეყნის წინსვლას კვლავაც უმოწყალოდ წაგვართმევს!” _ ეს სიტყვები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გაისმა ვაქცინების შემოტანის დროს. თან როგორც ვიცით, ეტაპობრივად შემოდიოდა ქვეყანაში ვაქცინები. მე, პირადად ჩინური ვაქცინით ავიცერი ორჯერ. პირველი აცრის დროს, ზუსტი ინფორმაცია ვაქცინის შესახებ არ იყო, მაგრამ სიცოცხლის გასაგრძელებლად ძალზე მნიშვნელოვანი იყო… თან ხედავდი, რომ არაერთი ადამიანი ესალმებოდა სიცოცხლეს და ამ დროს კიდევ ერთხელ ვფიქრობდი ,რამდენად მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი ადამიანის როლი, სწორი ინფორმაციის გავრცელებაში“, _ ამბობს გიორგი გირკელიძე.


გურიის სამოქალაქო ცენტრი

მისი საბოლოო შეფასება აღნიშნული რთული პერიოდისა, ერთგვარ ლაიტმოტივად შეიძლება გაჰყვეს ამ სტატიას: “ერთში დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლაში ჟურნალისტები პრინციპულები და სანდო ინფორმაციის მიმწოდებლები იყვნენ. ჩვენ გამოვიჩინეთ უპრეცედენტო მონდომება. ჟურნალისტთა ძალისხმევა პანდემიის პირობებში იყო სამოქალაქო და პროფესიული გმირობის ტოლფასი და მათი, ჩემი კოლეგების  ქმედება, იმუნიზაციის სამოქალაქო პასუხისმგებლობის ჭრილში მოსაქცევად, შეუფასებელია!” _ ამბობს გიორგი გირკელიძე.

მარინა ჩიხლაძე

ავტორი

ელზა სიმონიშვილითამთა დოლიძეირმა მგელაძეკოვიდ-19
გაზიარება3Tweet2Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი აუხლოეს დღეებში

15:07; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

რა გაძვირდა და რა გაიაფდა ბოლო ერთ თვეში

14:59; 5 დეკემბერი, 2025
საზოგადოება

ამირან გამყრელიძე: სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, რა უნდა გაკეთდეს

14:34; 5 დეკემბერი, 2025

ადამიანის ბუნება ჩაცმულობის მიხედვით

ბედისწერას ვერ გაექცევი

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო