სპორტული ჟურნალისტი, საბა ბერიკაშვილი 21 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა.
როგორც ცნობილია, მისმა გულმა მუშაობა ძილის დროს შეწყვიტა.
საბა ბერიკაშვილი ბოლო პერიოდში ქართული ვებგვერდის, Marca.ge-ის თანამშრომელი იყო.
„გურია ნიუსის“ რედაქცია მწუხარებას გამოვთქვამთ საბა ბერიკაშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ.