ჟურნალისტ ვიქტორია მარინოვას მკვლელობაში ეჭვმიტანილი გერმანიიდან სოფიაში დააექსტრადირეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი სევერინ კრასიმიროვი პოლიციამ გასულ კვირას ჰამბურგთან ახლოს დააკავა.
ბულგარეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელობაში ეჭვმიტანილის დე ენ ემი დანაშაულის ადგილას აღმოაჩინეს.
შეგახსენებთ, რომ ბულგარელ ჟურნალისტს ქალაქ რუსეში, პარკში სირბილის დროს თავს დაესხნენ.
ბულგარეთის ექსპერტიზის განცხადებით, დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მომხდარი მის საქმიანობას უკავშირდება, არ არსებობს.