,,მადრიდის რეალის“ მთავარი მწრთვნელი, ზინედინ ზიდანი კორონავირუსით დაინფიცირდა, _ამის შესახებ ინფორმაციას Football-Espana ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, დღეს ზინედინ ზიდენის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის გამოც, ფრანგმა იზოლაციაში გადაინაცვლა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სამეფო კლუბს მატჩებისთვის მისი ასისტენტები მოამზადებენ.
გამოცემის ცნობით, ზიდანს ვირუსის დამახასიათებელი სიმპოტები არ აღენიშნება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია.
კლუბის ყველა მოთამაშე, სამწვრთნელო პერსონალთან ერთად, რეგულარულად იტარებს ტესტს.
როგორც Football-Espana წერს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ზიდანი „ბლანკოსს“ 23 იანვარს, „ალავესთან“ და 30 იანვარს „ლევანტესთან“ შეხვედრებში ვერ უხელმძღვანელებს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ სამეფო კლუბი ესპანეთის თასიდან მესამე დივიზიონის წარმომადგენელმა „ალკოიანომ“ სენსაციურად გამოთიშა, რის გამოც ფრანგის თანამდებობიდან გაშვების თაობაზე მედიაში ინფორმაციები სისტემატურად ვრცელდება.