თხის რქა
ჯიუტი, სამმაგად ჯიუტი ნიშანი. თხის რქა არასდროს გადავა თავის სიტყვას, მაშინაც კი, როცა არასწორია. მაგრამ მისი გაცურება სცადეთ და დაეთანხმეთ ყველაფერზე, მაშინ პოზიციას მაშინვე შეიცვლის, რადგან მას არ სურს რომ ეთანხმებოდნენ. ის ასეთი უცნაური ნიშანია – იცვლის აზრს და გამარჯვების სურვილი არ აქვს. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მოსწონს პროცესი და არა შედეგი. თხის რქას სძულს მოწყენილობა, მისთვის საჭიროა ცხოვრებას აზრი ჰქონდეს, თუ ამაში ვერ დაეხმარებით ის მიგატოვებთ.
მერწყული
მერწყული ადამიანებთან საერთო ენას მარტივად პოულობს, სხვისი აზრის ყურადღებით მოსმენის უნარი აქვს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი პოზიცია აღელვებს. ისე მოიქცევიან, როგორც თავად ჩათვლიან საჭიროდ. თუ არ გამოვა, სხვას მარტივად გადააბრალებს, რადგან თავს დამნაშავედ არასდროს არაფერში სცნობს. მერწყული დიქტატორობისკენაა მიდრეკილი, ასევე ზედმეტად ემოციურია. თუ გაბრაზდა ყველაფერს ფინიშამდე ერთ ნაბიჯით ადრე მიატოვებს.
ტყუპი
ტყუპს ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია, ისინი გარშემო მყოფებს ანევროზებენ, სახლში ხმაური, ყვირილი, განცდები და ამბიციები შეაქვთ. ტყუპს ყველაფერი და თანაც მაშინვე სურთ, სასურველია გართულებების გარეშე. არიან ჭირვეულები, ეგოისტები. ამ ნიშნის გასაოცარი თვისებაა – სწრაფად დავიწყება იმისა, რაც 5 წუთის წინ ყველაზე მნიშვნელოვნად ეჩვენებოდა.
ვერძი
ვერძთან ურთიერთობა მთის მდინარეში ცურვას ჰგავს. მათ კამათი უყვართ, მარტივად ამსხვრევენ ნაშენებს და შედეგებზე საერთოდ არ ფიქრობენ. გსურთ ცხოვრება ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელს დაუკავშიროთ ?! – გახდით ბუდისტი და დაე, ვერძის პატივმოყვარეობამ და მღელვარებამ გვერდი აგიაროთ. გარანტია, რომ ამ საფეხურს მიაღწევთ არ გაქვთ, თუმცა ცდა ღირს.
მორიელი
ახალი არაფერია – ის, რომ ამ ნიშნის წარმომადგენლები ბუნებით დემონები არიან ყველასთვის კარგად ნაცნობი ამბავია. არიან ფიცხები, შურისმაძიებლები, იღებენ იმას, რაც სურთ. ასევე არიან ლიდერები, კონცენტრირებული მხოლოდ იმაზე, რაც მათთვისაა მნიშვნელოვანი და ძალიან, ძალიან ჯიუტია. შესაძლოა მაშინვე არა, მაგრამ რამდენიმე დღის ან თუნდაც წლების შემდეგაც, აუცილებლად გადაგიხდით სამაგიეროს, თუ გაანაწყენეთ.
ავტორი