შსს-მ ნარკოდანაშაული გახსნა _ როგორც გურია ნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული ფ.გ. გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლი ჩხრეკისას, 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).